ხოშტარია სუს-ში დაბარებას გამოეხმაურა - გადაეცით თქვენ სუს-ს, რომ „ფეხებზე გვკიდია“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სუს-ში დაბარებას და მმართველ გუნდს მოუწოდა გადაეცათ სუს-ისა და ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მათ ისინი „ფეხებზე ჰკიდიათ“.
ხოშტარიამ განაცხადა, რომ  სუს-ი და ბიძინა ივანიშვილი „ფეხებზე ჰკიდიათ“.
„ჩვენ კომიკურია თუ სატირალი არ ვიცი, მაგრამ ვხედავთ სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს, გადაეცით მაგ თქვენს სუს-სა და ბიძინა ივანიშვილის, ფეხებზე გვკიდია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ქალბატონმა ელენემ გადაეცით სუს-სა და ბიძინა ივანიშვილს, რომ „ფეხებზე გვკიდიაო“ და რავიცი იქნებ იქითაც გეკითხათ რა დამოკიდებულება აქვთ მათ თქვენნაირი ძლიერი ოპოზიციის მიმართ“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„გოცირიძე დადგა „ფეიქ ნიუსების“ მხარეს, როგორც ეს გააკეთეს მაშინ, როდესაც კოვიდინფექციის წინაშე დადგნენ. რატიანმა სპეკულაცია გააღრმავა და კონკრეტულ დაშავებულ ადამიანზე თქვა, რომ აღიარეს დაზარალებულადო და შეუძლებელი არ იცოდეს, რომ დაზარალებულად ცნობა ხდება და არა აღიარება, ამ სიტყვაშიც კი სპეკულირებენ. ნატო ჩხეიძემ ლოკალური ამნეზია ახსენა და ქალბატონ ნატოს გავახსენებ, რომ ჟურნალისტებზე არის ხელფასები დასარიგებელი თუ არ ახსოვს შევახსენებ, სანამ ამ თემებზე ილაპარაკებს. ირაკლი აბესაძეუფრო ღრმად შევიდა სპეკულაციურ თემებში და ხალხი უარს ამბობს უპერსპექტივო განცდით მუშაობაზეო. კანდელაკი აქეთ საუბრობს გავრილოვზე, თავად გახლავთ ცნობილი რეზოლუციის ხელმომწერი. დაბოლოს ქალბატონმა ელენემ გადაეცით სუს-სა და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდიაო და რავიცი იქნებ იქით გეკითხათ რა დამოკიდებულება აქვთ მათ თქვენნაირი ძლიერი ოპოზიციის მიმართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.