საქართველო რეგულარული ფრენების აღდგენას ახანგრძლივებს მაშინ როდესაც ევროკავშირი საზღვრებს ხსნის - ბოკერია გახარიას ახსნას სთხოვს


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, განაცხადა რომ დიდი ალბათობით, რეგულაური ფრენების აღდგენა, შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადაიდოს. 

მინისტრის თქმით, არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომ სრული მასშტაბით, რეგულარული ფრენები ახლავე გაეხსნათ.

„დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ალბათ ილისის ბოლომდე. თუმცა ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება. პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა ახლვე, სრული მასშტაბით რომ გაგვეხსნა რეგულარული ფრენები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა.

მინისტრის განცხადება გაუგებარი აღმოჩნდა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, სწორედ ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გახარიას საპარლამენტო მოხსენებისას კითხვა დაუსვა. 

 "ვერ გავიგე, აგვიხსენით რას ერჩით ხალხს, ბიზნეს, მეწარმეებს, მოქალაქეებს, ყველას. უმძიმესი მდგომარეობაა და უნდა დავეხმაროთო. ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის" - ამის შესახებ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. 
მან ასევე აღნიშნა, რომ საზღვარს ასევე იმ ქვეყნებისთვისაც ხურავენ, სადაც ეპიდვითარება კარგია. 

"თქვენგან, მორიგი რიხიანი სადღეგრძელო მოვისმინეთ, რომ ეს კოვიდის პანდემია უნდა ვაქციოთ შესაძლებლობადო, ერთი საკითხია, რაზეც მკაფიო პასუხი და რაიმე გონივრული ახსნა მოისმინოს საზოგადოებამ. ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ევროკავშირი იხილავს რომელ ქვეყნებს გაუხსნას რეგულარული ფრენებისთვის თავისი სივრცე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. 

ყველა ინფორმაციით რაც მედიაში გამოვიდა დადებითად გადაწყდება საკითხი საქართველოსთვის, რაც ძალიან კარგია. კიდევ ერთხელ თავისუფალი სამყარო ხელს გამოგვიწვდის, რომ წელში გავიმართოთ შანსი გვქონდეს სწრაფად გამოვიდეთ ამ უბედურებიდან და ამის პარალელურად თქვენმა მთავრობამ, გუშინ გამოაცხადა რომ კიდევ ერთი თვით ხურავს რეგულარული ფრენებისთვის სივრცეს. ვერ გავიგე, აგვიხსენით რას ერჩით ხალხს, ბიზნეს, მეწარმეებს, მოქალაქეებს, ყველას. უმძიმესი მდგომარეობაა და უნდა დავეხმაროთო. ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის? მათშორის იმ ქვეყნებისთვისაც სადაც ეპიდვითარება არის კარგი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი. რითი აიხსნება ეს, პოლიტიკური სიბრიყვით თუ რაიმე საიდუმლო ჩანაფიქრი გაქვთ?", - განაცხადა ბოკერიამ. 

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, გახარიამ ევროპის ქვეყნების ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი გადაწყვეტილებით ახსნა, იქნება თუ არა საქართველო "საჰაერო ხიდის" თანამონაწილე. მისი თქმით, როგორც კი ევროპის რომელიმე ქვეყანა საზღვარს გახსნის საქართველოსთვის, ფრენები კვლავ აღდგება, თუმცა პრიორიტეტი ქვეყნის იმიჯი და მოქალაქეებზე ზრუნვაა რომელიც საზღვრის ჩაკეტვის გახანგრძლივებაში აისახა. 

არავინ არაფრით დაზარალდება, როცა იქნება საჭირო, გერმანიაშიც იქნება ფრენები, ამსტერდამშიც, როგორც კი ქვეყანას გაუხსნიან საზღვარს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლება გააკრიტიკეს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 31 ივლისამდე გახანგრძლივდა.
„ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი და მიზეზი იყო მოქალაქეზე ზრუნვა, ისე, რომ ქვეყნის რეპუტაცია არ დავანგრიოთ. აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ზოგიერთებს ჟრიამული ჰქონდათ, თქვენზე არ ვამბობ, აი, საქართველო იძახის პანდემიას გავუმკლავდითო და უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეიყვანენო, შეგვიყვანენ. შეგვიყვანენ, გარწმუნებთ. ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული ერთადერთი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, საქართველოში ფრენები ხორციელდება არა მხოლოდ ევროკავშირიდან. თქვენ გარწმუნებთ, რომ ევროკავშირის უმსხვილეს ავიაკომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს და პირველი რიცხვიდან ბევრი დედაქალაქის მიმართულებით რეისები გაიხსნება. ეს ჩვენთვის მმართველობის ნაწილში უფრო მარტივია, კონკრეტულ ავიაკომპანიას, კონკრეტულ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, კონკრეტულ მწვანე ზონებში პირდაპირი რეისები დავნიშნოთ უპრობლემოდ.

თქვენ რომ ბედნიერი გგონიათ თქვენი თავი, რომ ან ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნებში საქართველო ვერ მოხვდება, ან ვიღაცა გაგვიბრაზდება იმის გამო, რომ რეისები გადავავადეთ, ეს ჩვენ ყველასთან შეთანხმებული გვაქვს, მეგობრებო. თქვენ რომ არ შეგითანხმეთ, მაგაზე ნუ ღელავთ, რა. არავინ არაფრით არ დაზარალდება. გერმანიაზეც იქნება ფრენები, ამსტერდამშიც იქნება, როცა იქნება საჭირო, მაშინ, როგორც კი ქვეყანას გაუხსნიან საზღვარს“, – მიმართა ოპოზიციას გიორგი გახარიამ.