ბესარიონ სიმონიშვილმა სამეგრელოს რეგიონში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სოფლად სახლი 734 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა. 
სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში  დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავასა და  სენაკის მუნიციპალიტეტის მერ  ლევან კუპრეიშვილთან ერთად, მოინახულა. 
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილმა ოჯახებმა თავად შეარჩიეს სახლები, რომლებიც კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, სააგენტომ მათთვის შეისყიდა. 
მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
2020 წლის ბოლომდე, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებით 700 სახლს შეუსყიდის. 

(NS) სტატია დაფინანსებულია