​შესაძლოა ჩინეთმა, აშშ-სთან სავაჭრო ომი გამოაცხადოს - რას გეგმავს ჩინეთის ხელისუფლება

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი შესაძლოა განახლდეს, რისი მიზეზიც ვაშინგტონის პეკინის საქმეებში ჩარევას უკავშირდება - ამის შესახებ ინფორმაციას "The Wall Street Journal" ავრცელებს. 
ჩინეთის რესპუბლიკის ხელისუფლება, აშშ-ის პეკინის ურთიერთობაში ჩარევას, ჰონკონგსა და ტაივანთან, დაუშვებლად მიიჩნევს.  პეკინის განცხადებით, ამ ეტაპზე ისინი მზად არიან შეასრულონ შეთანხმება და დაკისრებული ვალდებულებები, თუმცა ამერიკული პროდუქციის შესყიდვების გაზრდა საფრთხის ქვეშ იქნება, თუ აშშ, ჩინეთის საქმეებში ჩარევას არ შეწყვეტს. 
2020 წლის იანვარში, ვაშინგტონმა და პეკინმა, სავაჭრო ომის დასრულებას მოაწერეს ხელი, რითიც ორ უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის ვაჭრობა კვლავ განახლდა. მოლაპარაკების საფუძველზე, მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩინეთი ამერიკული პროდუქციის შესყიდვის 76.7 მილიარდი დოლარით გაზრდას გეგმავდა, ხოლო მომავალი წლიდან შესყიდვები 123.3 მილიარდი დოლარით უნდა გაეზარდა. ამერიკის ხელისუფლება, ამ შეთანხმებით  ვაჭრობის დეფიციტის შევსებას ვარაუდობდა.