მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა - წამყვან ქვეყნებში ეპიდვითარება უარესდება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. 

ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის 10,275,481 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 505,071 გარდაცვლილი და 5,577,055 გამოჯანმრთელებულია. 

კვლავ რთულია ეპიდვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომაროება ყოველდღიურად უარესდება. 

ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 40 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 300 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამერიკის რამდენიმე შტატში ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ახალი ზომების დაწესებას ანონსებენ.

რთული ვითარებაა ბრაზილიაშიც, სადაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1,345,470-ს შეადგენს, ხოლო 57,659 ადამიანი. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 30 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა რუსეთშიც. ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავიურისით ინფიცირების 6719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 93 პაციენტი გარდაიცვალა.

 

გიორგი ჩაფიძე