რა ზომებს მიმართავენ ქვეყნები, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება

გერმანიაში, სადაც კარანტინი ევროპის მასშტაბით ყველაზე ადრე მოიხსნა, ამ დროისთვის, ინფიცირების მეორე ტალღის საშიშროების წინაშე დგას, რაც მის რესპუბლიკურ მიწებს გარკვეული ზომების მიღებისკენ უბიძგებს.
მეორე ტალღის საშიშროება, გერმანიაში ხორცკომბინატში აღმოჩენილ ინფიცირებულებს უკავშირდება, რის გამოც ბავარიაში გარკვეული ზომები მიიღეს.
ბავარიის ხელისუფლება, კორონავირუსის მასობრივ ტესტირებას იწყებს, მიუხედავად იმისა, პაციენტს აქვს თუ არა საკმარისი სიმპტომები. ეს იქნება გერმანიის პირველი ფედერალური მიწა, სადაც მსგავსი პრევენციის ზომები მიიღეს და ტესტირება სრულიად ყველა მოსახლესთვის იქნება ხელმისაწვდომი. 
ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, გერმანიის სხვადასხვა მიწებზე, ინფიცირების ახალი კერების აღმოცენება გახდა, რამაც ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების საფრთხის წინაშე დააყენა. 
კვლევის ჩატარება, ბავარიის მოქალაქეებს შეეძლებათ ნებისმიერ ექიმ-თერაპევტთან, მიუხედავად იმისა, პაციენტს აქვს თუ არა სიმპტომები - ამის შესახებ, ბავარიის ჯანდაცვის მინისტრმა, მელანი ხიუმლიმ განაცხადა.
გარდა ამისა, ადგილობრივმა ხელისუფელებამ, კორონავირუსის ინფექციაზე,  ხორც-კომბინატში მომუშავეთა რეგულარული კვლევა დაიწყო. 
ამ დროისთვის, ბავარიის რესპუბლიკაში კვლევა 6 500-მა მომსახურე პერსონალმა გაიარა , სადაც 110 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. 
მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა აზიის ერთ-ერთი ქვეყანაც. ყაზახეთი, მოხსნილი კარანტინის გამკაცრებული ზომებით დაბრუნებას გეგმავს.
ყაზახეთი „კოვიდ -19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, უახლოეს დღეებში შეზღუდვებს ისევ დააწესებს. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა გასცა.
კასიმ ჟომარტ ტოკაევმა მთავრობას დაავალა, რომ ორი დღის განმავლობაში გამკაცრებული ზომების პაკეტი მოამზადონ, რომელიც მიახლოებული იქნება ქვეყანაში მარტსა და მაისში მოქმედ კარანტინის ზომებთან.
ზომების გამკაცრების მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდაა. ასევე პრეზიდენტმა განკარგულება გასცა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა 50 პროცენტით გაიზარდოს.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 21 327 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 183 ადამიანი, გარდა ამისა უსიმპტომო პაციენტების რიცხვი, რომელიც 16 639-ს შეადგენს, ჯანდაცვის სამინისტრო არ თვლის  საერთო მონაცემებში.