პრემიერი ოპოზიციას შაქარაშვილის საქმის პოლიტიზირებაში დებს ბრალს - ომბუდსმენი გამოძიების დაჩქარებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.
ომბუდსმენის თქმით, აუცილებელია ყველა მოწმე და ბრალდებული, კრიტიკულად გამოიკითხოს.
„აუცილებელია ყველა მოწმე და ყველა ბრალდებული პირი გამოიკითხოს ძალიან კრიტიკულად და დროულად. ყველა საგამოძიებო მოქმედება დროულად უნდა ჩატარდეს. მათ შორის ექსპერტიზები, ნივთების თუ საგნების ამოღება, სატელეფონო თუ სხვა სახის კომუნიკაცია. ალბათ, პირველ რიგში, ჩვენ ამას ვნახავდით რამდენად დროულად ტარდება ყველა ის ლოგიკური საგამოძიებო მოქმედება, რაც მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავა და ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთები ცდილობენ ადამიანის ტრაგედია პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.
„სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ადამიანის ტრაგედიას ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. ეს თემა დავხურეთ. ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზე სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი. მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. შესაბამისად, უახლოეს საათებში და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას საზოგადოების მხრიდან, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. ეს არის მათი ვალდებულება და მოვალეობა და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.


შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავა და ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.