სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება გრძელდება - შეტაკებებს მეზობელი ქვეყნის პირველი პირები გამოეხმაურნენ

რამდენიმე დღის წინ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მათ სადაო ტერიტორიაზე შეტაკებები დაიწყო.

BBC-სა და CNN-ის ინფორმაციით სომხეთის შეარეღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგადაც სამხედრო შეტაკებები აქტიურ ფაზაში გადავიდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვა მსოფლიოს ქვეყნების პირველმა პირებმა რამდენჯერმე მოთხოვეს ორივე მხარეს, თუმცა რამდენიმე დღეა საომარი სიტუაცია ისევ გრძელდება.

პირველი ვინც არსებულ ვითარებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი იყო,  სალომე ზურავიშვილის განცხადებით, უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე არსებული ვითარება არავის აწყობს და იმედს იტოვებს, რომ დიპლომატიური გზით ეს პრობლემა მალე მოგვარდება.

„დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას.

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება" , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის გარდა მეზობელ ქვეყნებს მშვიდობისკენ მსოფლიოს პირველმა პირებმაც მოუწოდსე.

ნატოსა გენერალურმა მდივანმა, ჯეიმს აპატურაიმ და ეუთოს თავმჯდომარემ, ედი რამამ შეშფოთება გამოთქვეს მეზობელ ქვეყნებს შორის დაპირისპირებსი გამო და მათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაახსნეეს.

კავკასიის რეგიონში შეტაკებებს თურქეთის თავდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა და მკაფიოთ გამოხატა აზერბაიჯანეთისადმი  სამხედრო დახმარების სურვილი.

"ჩვენ ვგმობთ სომხური მხარის სამხედრო მოქმედებებს აზერბაიჯანის თოვუზის რაიონში. თანავუგრძნობთ გარდაცვლილი აზერბაიჯანელი სამხედროების ნათესავებსა და ახლობლებს, ხოლო დაჭრილებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ ვაგრძელებთ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დახმარებას სომხეთის წინააღმდეგ, რომელიც, მრავალი წელია, აგრესიულად ახდენს აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციას. ჩვენ ერთგულნი ვართ პრინციპის – ერთი ერი, ორი სახელმწიფო". – ვკითხულობთ თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.

ამ დროისთვის ზარალი ორივე ქვეყნისთვსი დიდია. როგორც BBC იტყობინება განადგურებულია ორივე ქვეყნის საბრძოლო ტექნიკა და დაღუპულთა რაოდენობაც დიდია.

ოფიციალურმა ბაქომ და ერევანმა კი გუშინ ზარალის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

ოფიციალური ცნობებით აზერბაიჯანს სამხედრო ბატალიონის გენერალი და 11-მდე ჯარისკაცი დაეღუპა, დავაშავებულების მდგომარეობა ამ წუთებში სტაბილურია.

სომხეთის ინფორმაციით, კი  მათი ზარალი ორ ჯარისკაცზე მეტი არ არის.