კორონავირუსი და მსოფლიო - ინფიცირების ახალი შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში, გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა ინფიცირებულთა რიცხვმა 237 743-ს მიაღწია.

ამასთანავე, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსს 602 ათასი ადამიანი ემსხვერპლა,

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია, ხოლო მეორეზე ბრაზილია.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ აშშ-ში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი სრულად ვერ აღდგება.

ტეხასის ცნობით, შტატებში COVID-19-ით დაღუპულთა რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა.

ინდოეთი იუწყება, რომ ინფიცირების ერთ მილიონიანი მაჩვენებელი სამ კვირაში შესაძლოა, გაორმაგდეს.

Google აცხადებს, რომ ის აკრძალავს შინაარსს და რეკლამას, რომლებიც პანდემიის შესახებ შეთქმულების თეორიებს ხელს უწყობს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა პარლამენტის სპიკერს მიმართა თხოვნით, გადადოს პარლამენტის ორკვირიანი სესია, რომელიც 4 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო.

არგენტინა აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ბუენოს აირესი კვლავ მკაცრი იზოლაციის ქვეშაა.

ირანის პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი კი აცხადებს, რომ კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 25 მილიონი ირანელი, ხოლო კიდევ 35 მილიონს უახლოეს თვეებში ინფიცირების საფრთხე ემუქრება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 14,214,771-ს მიაღწია, საიდანაც გარდაცვლილთა რიცხვი 600,037-ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელებულია 1,741,398 ადამიანი.

 

გიორგი ჩაფიძე