სპორტი და პოლიტიკა - როდის ვმიჯნავთ სპორტს პოლიტიკისგან და პირიქით?

ბევრისთვის სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო. მეტიც, ხშირად სპორტს პოლიტიკისგან დასვენების საშუალებად აღიქვამენ. თუმცა სპორტი ყველაზე დიდი პოლიტიკაა და ამას ბევრი მაგალითი ცხადყოფს.

ცნობილი ამერიკელი დიპლომატი ჯიმ კეინი ამბობდა -  „სწორედ სპორტი შეიძლება იქცეს სხვადასხვა კულტურებს და ეთნოსებს შორის ურთიერთობების დამყარების საშუალებად, ისეთი საერთო ღირებულებების არსებობის მაცნედ, როგორიცაა პატივისცემა, ტოლერანტობა, დისციპლინირებულობა, კანონმორჩილება და შესაძლებლობათა თანასწორობა. შესაბამისად სპორტი საგარეო პოლიტიკის უფრო ეფექტურ რესურსს წარმოადგენს, ვიდრე მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკა“.

ამერიკელი დიპლომატის სიტყვები ფაქტებს მოკლებული ნამდვილად არ არის.  სპორტი და პოლიტიკა ადრეული წლებიდან კვეთდნენ ერთმანეთს. ჯერ კიდევ 1936 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სამი წლით ადრე, ადოლფ ჰიტლერმა გამოიყენა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ნაცისტური გერმანიის სიძლიერის საჩვენებლად. 1978 წელს კი, მას შემდეგ, რაც არგენტინაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ათასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა, ამ ქვეყანამ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.

საინტერესოა ასევე 2010 წელს ფიფას მიერ მიღებული გადაწყვეტილება - მსოფლიო ჩემპიონატების 2018 და 2022 წლებში მოსკოვსა და ყატარში ჩატარება.

ფიფამ ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ „გააპრავა“ და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ემსახურებოდა ჩემპიონატის ისეთ ქვეყნებში ჩატარება, რომლებიც სპორტისა და ინფრასტრუქტურის მხრივ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს.

ასევე ცივი ომის პერიოდში სპორტული შეჯიბრებები საერთაშორისო დაძაბულობის მიუხედავად მშვიდობის შენარჩუნების და ხალხთა შორის თანამშრომლობის გარანტიად ითვლებოდა.

ამ თანაკვეთის მონაწილე საქართველოც არის. ჩვენ ქვეყანაში სპორტი და პოლიტიკა მჭიდრო კავშირშია და ამის ნათელი მაგალითებიც არსებობს.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის მფლობელი, იტალიური კლუბის „მილანის“ ყოფილი მცველი კახი კალაძე დღეს თბილისის მერია.

ასევე არანაკლებად წარმატებული, მრავალი ტიტულის მფლობელი და ამ დროისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დირექტორი ლევან კობიაშვილი არანაკლებ პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული, ის საქართველოს პარლამენტის წევრიცაა.

გიორგი ასათიანი - საქართველოს ძალოსნობის მთავარი მწვრთნელი და ერთ დროს პარლამენტის მე-6 მოწვევის წევრი, ასევე გლდანის მაჟორიტარი დეპუტატიც გახლდათ.

ზურაბ ზვიადაური ათენის ოლიმპიური ჩემპიონატის ოქროსმედალოსანი 2012-16 წლებში პარლამენტის წევრი და ბოლო მონაცემებით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომელი.

მიხეილ ყაველაშვილი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, უთამაშია ძალიან ბევრ გუნდში და ამ დროისთვის პარლამენტის წევრია.

   

ამ ყველაფრის მიუხედავათ საქართველოსა და მსოფლიოში ავტორიტეტული ორგანიზაციები სპორტსა და პოლიტიკას მაინც მიჯნავენ.

ნებისმიერი სპორტული შეჯიბრისას პოლიტიკური ჟესტის გამოყენება სანქციებით ისჯება, თუმცა ამავე დროს პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებულ ქვეყნებს ერთად თამაშის უფლებას არ აძლევენ, გარდა ნახევარ-ფინალისა ან ფინალის.

მაგალითად ფიფას მიერ მიღებული წესდებით საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები ვერ მოხვდებიან ერთ ჯგუფში და ნახევარ ფინალამდე მათი დაპირისპირება გამორიცხულია.

ამ შემთხვევაში ფიფა ამ გადაწყვეტილებას ვერანაირი შეფარვით ვერ „აპრავებს“ და მრავალ წლიან მძიმე და მწვავე კონფლიქტს აბრალებს.

მაგრამ მაინც სადაო რჩება პოლიტიკა და სპორტი კავშირშია? თუ შეიძლება ამ ორის გამიჯვნა?

ნებისმიერი სპორტსმენი თავისი ქვეყნის  „ელჩია“ და სპორტისადმი სიყვარულის ქონა-არ ქონის მიუხედავათ, წარმატებული სპორტსმენებით მთლიანი ქვეყანა ამაყობს.

ავტორიტეტი, რომელიც საზოგადოებაზე მოქმედებს... და ვინ როგორ იყენებს ამას?

კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ სპორტი კავშირშია პოლიტიკაში გაუჩო რონალდინიოა. ბრაზილიელი ფეხბურთელმა, კატალონიის „ბარსელონასა“ და იტალიის „მილანის“ ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა ფეხბურთელმა, ძალიან ბევრი ტიტულის მფლობელმა და ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი ლეგენდამ, ბრაზილიაში სამოქალაქო ომი დაასრულა. მოქალაქეებს შორის სისხლიანი დაპირისპირებისას ის ჩავიდა ბრაზილიაში და ორი დაპირისპირებული მხარე შეარიგა.

და მაინც არის სპორტი პოლიტიკა? უნდა გაიმიჯნოს ის? საერთო და ერთიანი პასუხი არ გვაქვს.

ავტორი : ბაქარ ლიკლიკაძე