ევროკავშირის ლიდერებმა ეკონომიკის დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ხუთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო ფინანსურ პაკეტზე შეთანხმდნენ.

პაკეტი ჯამში 750 მილიარდი ევროსგან შედგება, საიდანაც 390 მილიარდი ევრო გრანტების, ხოლო 360 მილიონი სესხის სახით იქნება გამოყოფილი.

ეკონომიკის აღდგენის გეგმასთან ერთად, გაერთიანების ლიდერები ბლოკის 7 წლიან ბიუჯეტზეც შეთანხმდნენ, რომელიც 1,074 ტრილიონ ევროს შეადგენს.

მოლპარაკებები ბრიუსელში პარასკევს დაიწყო და დაახლოებით, 90 საათი გაგრძელდა, რაც 2000 წლის შემდეგ ბლოკში გამართულ ყველაზე ხანგრძლივ სამიტად ითვლება.

შეთანხმებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. როგორც მან აღნიშნა, ეს ისტორიული შეთანხმებაა. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი შეთანხმებას მნიშვნელოვანი უწოდა.

გრანტების სახით ფინანსური დახმარების დიდ ნაწილს ევროკავშირის ის წევრები მიიღებენ, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. მათ შორისაა, იტალია და ესპანეთი.

 

გიორგი ჩაფიძე