კორონავირუსის წინააღმდეგ ისევ მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ - ჯანმო მოსახლეობას აფრთხილებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მოსახლეობას კორონავირუსის საფრთხის გამო სოციალური დისტანცირებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვისაკენ მოუწოდებს.

როგორც გებრეიესუსი აღნიშნავს, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის მკვეთრად გაუარესების გამო, საჭიროა კვლავ მკაცრი ზომების შემოღება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში,  მსოფლიოში კორონოვირუსის 284 196 შემთხვევა გამოვლინდა, შემთხვევათა ზრდის  რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ახალი შემთხვევების უმრავლესობა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა.

WHO-ს მონაცემებით, ამ ეტაპზე მსოფლიოში სულ კორონავირუსის 15 296 926 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გარდაცვლილია 628 903 ადამიანი.

 

გიორგი ჩაფიძე