აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შეჩერების აქტს მხარი დაუჭირა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შეჩერების აქტს მხარი დაუჭირა. აქტს მხარი დაუჭირა 224 კანონმდებელმა, ხოლო 189 წინააღმდეგი იყო.

აღნიშნულ კანონპროექტს ამჟამად სენატის კენჭისყრა ესაჭიროება.

დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ.

ამასთანავე, დახმარების 15% შესააძლოა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა არ გაუმჯობესდა, არ შემცირდება კორუფციის დონე და არ განმტკიცდება ანტიკორუფციული რეგულაციები.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტი 7 ივლისს დაარეგისტრირა.