კორონავირუსი და საქართველო - ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების ინფიცირების წყარო ცნობილია

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსდა. 

ამ დროისთვის, ქვეყანაში  კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 922-ს შეადგენს.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული 6 ახალი შემთხვევიდან, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია, კერძოდ, 4 შემთხვევა იმპორტირებულია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთი კი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანიდანაა.

მისივე თქმით, 

დღევანდელი მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 237 დადასტურებული შემთხვევა.

„6 ახალი შემთხვევიდან 4 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა ანუ იმპორტირებული, 1 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ერთის წყარო არის გაჩიანი.

ჩვენს ცენტრში დაგვემატა 1 დადასტურებული პაციენტი, რომელიც არის იმპორტირებული შემთხვევა და სულ გვყავს 41 დადასტურებული შემთხვევა. 2 მძიმე პაციენტი გვყავდა, რომელთა მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღეა სტაბილურია და დღეს შეინიშნება მცირედი გაუმჯობესება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.