ძლიერი სტიქია რაჭაში - ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ძლიერმა წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.

მუნიციპალიტეტში რამდენიმე მოქალაქე ჩარჩა, რომელთა გამოყვანის პროცესიც მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა, რის შედეგადაც დაზიანდა საავტომობილო გზა, ათამდე ხიდი კი მდინარემ წაიღო.

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილე გიორგი წერეთელი.

პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით.

დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს.  უკვე დაწყებულია სპეციალური ტექნიკის მობილიზება.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.

რამდენიმე ადგილზე გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

 

გიორგი ჩაფიძე