კორონავირუსი და საქართველო - რა მდგომარეობაა ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში

საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ათიდან 5 არის გაჩიანის წყარო, 4 შემთხვევა შემოტანილია. ერთის ინფიცირების წყაროს დადგენა კი მიმდინარეობს.

„ამ დრომდე კოვიდცენტრებში მკურნალობს 248 პაციენტი.

ათი ახალი შემთხვევიდან 5 არის გაჩიანის წყარო, 4 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ორი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთის ინფიცირების წყაროს მოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დრომდე ქვეყანაში ინფიცირებულია 1 155 პირი, გამოჯანმრთელდა 929, ხოლო გარდაიცვალა 16 პაციენტი.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 6 489, ხოლო სტაციონარში მეთვალყუროების ქვეშ 337 პირი რჩება.

 

გიორგი ჩაფიძე