ფრიდონ ფუტკარაძე მუსლიმ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე მუსლიმ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

"ჩემთვის უდიდესი პატივია, მორწმუნეებს მოგილოცოთ ყურბან-ბაირამი. იმედის, სიყვარულისა და გაჭირვებულთა დახმარების დღესასწაული. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო შუახევში მცხოვრებ მუსლიმ მრევლს.

ვიზიარებ საზეიმო განწყობას, რომელიც თქვენს ოჯახებში სუფევს და კეთილდღეობას, სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ.

ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ქართველი მუსლიმები, ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს განსაკუთრებით ემზადებიან. მსხვერპლად ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, სადღესასწაულო სუფრისთვის ტკბილეულს, მათ შორის ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს და გისურვებთ კეთილდღეობას ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ", - წერს ფრიდონ ფუტკარაძე.