ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში მყოფ ქვეყანაში ექვს თვეში 54 ადამიანი დაკარგა და 20-მდე პირს დღემდე ეძებენ

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა,  დაკარგულთა შორის 13 არასრულწლოვანია.

54 ადამიანიდან 34-ის პოვნა შეძლეს, აქედან 8 გარდაცვილის. 20 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ, მათ შორისაა 3 არასრულწლოვანი.

დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე იყო, თუმცა დაკარგულთა შორის ნიდერლანდების, რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეებიც იყო. შსს-ს სტატისტიკის თანახმად კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან თურქეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი ამ დრომდე საერთო ჯამში 986 ადამინი იძებნება.

ყველაზე მეტი ადამიანი დედაქალაქში დაიკარგა.

ამ ყველაფრის ფონზე კი ევროკაშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში  სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს საქართველო და თბილისი.