გიორგი ვაშაძე ჯუნიორი VS მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარი არხის ეთერში გიორგი ვაშაძეზე ლაპარაკობს. ოპოზიციური გაერთიანებიდან გასულ ვაშაძეს რომელმაც თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პოლიტიკური პლადფორმა დააფუძნა, სააკაშვილი ლანძღავს. 

ყოველთვის მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი და შანსს ვაძლევდი. ზოგი ამართლებს ამ შანსს და ზოგი არ ამართლებს. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი საარჩევნო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად. 

მე არაფერი პირადი წყენა არ მაქვს, მაგრამ, როდესაც პორაშენკომ, პრაქტიკულად, კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა და ძალიან სერიოზულად დამამცირა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე მივიდა მასთან და იყო მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგი. მაგრამ მე ეს არ მწყენია.

მან ჩათვალა, რომ ჰქონდა პირადი მოსაზრებები, პირადი კავშირები. შეიძლება რაღაც სხვა ფინანსური სტიმულიც. ფაქტია, რომ ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს" - ამბობს სააკაშვილი.

მასზე თავდასხმას გვერდი ვერ აუარა გიორგი ვაშაძე ჯუნიორმაც, "ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე" - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ Facebook-ზე დაწერა და თან, ფოტოც დაურთო.

მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან უფრო ვრცლად ისაუბრა - " დიახ, ვაპირებ გავხდე პრემიერმინისტრი ერთადერთი მიზნით, რომ აღარც ერთ ადამიანს ნაგავსაყრელზე არ უწევდეს ლუკმაპურის ძიება. ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში, პირდაპირ მინდა ვთქვა. მე მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის განცხადება და მინდა, მივმართო მას, რომ წარსულით კი არ უნდა ვიბრძოლოთ და წარსულით კი არ უნდა ვიყოთ, არამედ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და ერთიან ფრონტზე უნდა ვიფიქროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. " - განაცხადა გიორგი ვაშაძე ჯუნიორმა.

ცხადია მოვლენებს არ ჩამორჩა სტრატეგია აღმაშენებელის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანიც. 

"ანუ მე ახლა თუკი ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ? უდიდესი შეურაცხყოფაა, რის უფლებასაც პრაქტიკულად მე არც არავის მივცემ"- ასე გამოეხმაურა თაკო ჩარკვიანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ "ფაქტია, გიორგი ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს".

ჩარკვიანი ამბობს, რომ ეს კარგი განცხადება არ იყო და "მენშევიკურ-ბოლშევკური დამოკიდებულება" არ შეიძლება. 

"ეს არის რამაც წაგვაგებინა ჩვენ მეორე ტური. შეცდომა ხდება, განა ნიჭიერ ადამიანებს შეცდომა არ მოსდით?! შორს არის ის. მართლაც შეიძლება, სამშობლოდან შორს რომ ხარ, რაღაცეები შავ-თეთრად ჩანდეს და მე მესმის მისი მდგომარეობა. იმისტი და ამისტი ხომ უნდა დასრულდეს საქართველოში. რა შავ-თეთრი და რა ბოლშევიკი-მენშევიკი. მან არ გააკეთა პოლიტიკოსისთვის ღირსეული განცხადება".- ეუბნება თამარ ჩარკვიანი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს.