მითები და რეალობა - 12 წელი მწარე რეალობისა და პროპაგანდის რთულ გზაზე

დღეს 2008 წლის აგვისტოს ომისდან 12 წელი გავიდა.

ამ დროის მანძილზე ბევრი გვინახავს და მოგვისმენია იმ მძიმე 5 დღის შესახებ, რომელიც საქართველოსა და რუსეთს უკავშირდება, თუმცა ამ ორი ქვეყნის კომფლიქტი 2008 წელს არ დაწყებულა.

ამ თემის ირგვლივ საზოგადოება ორად იყოფა, ომის დაწყებას ერთი ნაწილი წინა ხელისუფლებას აბრალებს და მეტიც ქართულ ჯარს საკუთარ ტერიტორიაზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, მეორე ნაწილი კი ომის ლოგიკურობაზე და რუსეთის აშკარა პროპაგანდაზე საუბრობს.

საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის ოფიციალური განცხადება აგვისტოს ომის შესახებ ამგვარი იყო - „მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების“.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო  რუსეთის პროვოკაციას წამოეგო და ჩაება საომარ სიტუაციაში.

თუ პრეზიდენტის სიტყვებს კარგად დავაკვირდებით, ნებისმიერი პროვოკაციისადმის მყისიერი რეაქცია საომარი სიტუაციების დაწყების ტოლფასია. ფაქტია რუსეთი პროვოკაციურ გზებს დღემდე მიმართავს.

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ საზღვრიდან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ათამდე ქართველი გაიტაცეს.

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებს რამდენიმე თვე ჰყავდათ ტყვეობაში და მას წინასწარი პატიმრობაც მიუსაჯეს, ასევე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს ცოტახნისწინ დაკავებულ ზაზა გახელაძესაც, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა ცეცხლი გაუხსნა და ის რამდენიმე დღე კლინიკაში იმყოფებოდა.

გატაცებულ ხალხთან ერთად ბოლო 8 წლის მანძილზე გახშირებული იყო საოკუპაციო საზღვრის გადმოწევაც, რომელიც გორის ავტობანიდან უკვე 450 მეტრშია.

იყო თუ არა 2008 წელს პროვოკაცია რუსეთისგან და შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?

რეალობა ერთია, ვხედავთ, როგორ არ ჰყვება საქართველოს ახლანდელი მთავრობა რუსულ პროვოკაციებს, თუმცა ამით აშკარაა, რომ ისევ საქართველო ზარალდება.

ახლა კი დავბრუნდეთ 12 წლით უკან და გავიხსენოთ ის ეტაპები, რომელიც ყველასთვის ცნობილია. 2008 წლის პირველი აგვისტოდან 7 აგვისტომდე ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც ექვსი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა სროლის დაწყებაში.

სროლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მძიმე სიტუაციაში რუსეთი ერთვება და ქართველ მოსახლეობას საზღვრებს უხსნის, რომ გაიხიზნონ.

ამ დროის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე სეპარატისტების მოგერიების შემდეგ წყვეტს და შემდეგ ისევ ანახლებს.

რამდენიმე დღიანი მცირედი შეტაკებების შემდეგ ქართული მხარე აცხადებს, რომ ათამდე ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა შეტაკებების მოგერიებისას და შესაბამისად საქართველოს მძიმე ტექნიკა ოსეთი საზღვართან იწყებს განლაგებას.

გავიხსენოთ მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, უშუალო აქტიურ საომარი სიტუაციებში ჩართვამდე - „კონფლიქტის ზონაში ამჟამად სნაიპერული ომი მიმდინარეობს სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგ და ამ მომენტში ინტენსიური სროლები მოდის არტილერიიდან, ტანკებიდან და ხელსატყორცნი არტილერიული სისტემებიდან, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არალეგალურად იქნა შემოტანილი“.

და საქართველოც საომარ სიტუაციაში ერთვება, თუმცა დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი აშკარად აანალიზებს ძალების არათანაბარობას და კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს -  მოვუწოდებ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ „ნებისმიერ ფორმატში“ და პირობას სამხრეთ ოსეთის სრულ ავტონომიაზე ძალაში ვტოვებ, ასევე საყოველთაო ამნისტიას შეეხება  სეპარატისტებს“.

ასევე პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეტყვეტა გამოაცხადა და  საერთაშორისო თანამეგორბობას მოუწოდა მხარეთა შორის მოლაპარაკებებისთვის შუამდგომლობა გაეწია.

ეს ხდება 2008 წლის 7 აგვისტოს ღამის საათებში, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ქართულ სოფლებზე თავდასხმებმა მწვავე ხასიათი მიიღო. სოფელი ავნევი თითქმის სრულიად განადგურდა, თამარაშენი და ფრისი დაიბომბა, ხოლო სანაკოევის ადმინისტრაციის შენობა - ქურთას პოლიციის სადგური, არტილერიის ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცა.

ამავე დღის 22:00 საათზე ოსებმა სოფელ ავნევის აღება იზეიმეს.


 

სეპარატისტებისგან მზგავსმა ქმედებამ სიტუაცია დაძაბა, საქართველომ მიღებული გადაწყვეტილება დაარღვია და საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ამ ყველაფრის მიზნად მაშინდელმა ჯარების სარდალმა, ყურაშვილმა რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება დაასახელა.

ქართული დაზვერვა ირწმუნებოდა, რომ ქართულმა მხარემ სამხედრო ოპერაციები  58-ე რუსული არმიის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ განახორციელა, ეს ინფორმაცია ასევე რამდენიმე რუსულმა რედაქციამაც დაადასტურა, თუმცა უტყუარი საბუთი საქართველოს მხრიდან ამის შესახებ მაინც არ არსებობს.

ამავე დღეს საქართველოს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამოაცხადა, რომ ცხინვალი თითქმის აღებული იყო და რომ ქართული ძალები რეგიონის ორ-მესამედს აკონტროლებდნენ.

ცხინვალის აღებას რუსული მხარე მყისიერად გამოეხმაურა, 8 აგვისტოს ვლადიმერ პუტინმა პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა - „რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებ“, განცხადებიდან რამდენიმე საათში საქართველოს არაკომფლიქტურ ტერიტორიების საჰაერო სივრცეში რუსული ავიაცია ჩნდება, რომელიც ქართული მიწების დაბომბვას იწყებს.

ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ განაცხადა, რომ რუსული ბობმები გორში ჩამოვარდა, თუმცა მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

8 აგვისტოს საჰაერო დაბობმვის შემდეგ, რასაც ქართული მხარიდან საპასუხო იერში მოჰყვა, კომფლიქტის ზონაში რუსული მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ამან ქართული ჯარის უკან დახევა მოიწვია, რის შედეგადაც რუსულმა მხარემ ცხინვალზე კონტროლი შესძლო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით რუსულმა ბომბდამშენებმა ორი ბომბი ჩამოაგდეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. რუსულმა თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს სამხედრო აეროდრომი მარნეულში, რამაც ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რომელთაგან სამი ქართველი ჯარისკაცი იყო.

8 აგვისტოს ღამის საათებში რუსული საჰაერო ძალები ბომბავენ ქალაქ ფოთს, დაბომბვის შემდეგ სააკაშვილმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ ერაყში მყოფ 2000 ქართველ ჯარისკაცს უკან იწვევდა და დაიწყო რეზევრისტების მომზადება.

ამ განცხადების შემდეგ იბობმება სენაკის სამხედრო ბაზა, ქვეყანაში საომარი სიტუაცია გამოცხადდა.

ამავე დღეს დაიბობამ კოდორის ხეობა,რის შემდეგაც ლიეტუას საგარეო საქმეთა მინისტრი კომფლიქტის ზონებთან ჩადის.

აზერბაიჯანის რამდენიმე ერთეული საქართველოს ტერიტორიაზე გადადის დასახმარებლად.

რუსეთის მიერ იკეტება საზღვაო სივრცე და გრძელდება შეტაკებები, რუსეთის ძალები იკავებენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას და ქართულ მხარეს უწევს სამ ფრონტზე ბრძოლა, რაც სააკაშვილს აიძულებს, რომ ქართულ ძარს უკან დახევა უბრძანოს.

საქართველოს პრეზიდენტი ისევ მოითხოვს მოლაპარაკებს ნებისმიერ ფორმატში, თუმცა უშედეგოდ.

ქართული ძალები 10-11 აგვისტოს მონაცემებით სრულად ტოვებენ ცხინვალს და მასზე კონტროლს რუსეთი იღებს.

საქართველოში ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები ჩამოდიან და თბილისში აქცია იმართება, სადაც ათასობით ადამიანი საქართველოს ქალაქებიდან იკრიბება. ამ დროს რუსული ჯარი გურიასა და თბილისის მისადგომებთან იმყოფება.

სტუმარი ქვეყნის პრეზიდენტება რუსეთს კატეგორიულად მოსთხოვეს ჯარის უკან გაყვანა, აქციის მეორე დღეს საქართველოს ტერიტორიას რუსული არმია ტოვებს, თუმცა აფხაზეთისა და ცხინვალის საზღვრებთან რუსული საგუშაგოები ჩნდება.

რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთი ორივეს დამოუკიდებლობას აღიარებს და რუსულ ჯარს ტერიტორიაზე ტოვებს.

ომი სრულდება, საქართველოს ზარალი  მხოლოდ ტერიტორიების დაკარგვაში არ გამოიხატება,  ქართულმა მხარემ 170 ჯარისკაცი დაკარგა, 1964 დაიჭრა, 9 კი დაკარგულად გამოცხადდა.

42 ადამიანი ტყვედ აიყვანეს, 14 პოლიციელი მოკლეს, 22 მშვიდობიანი მოქალაქე კი დღემდე დაკარგულია.

რუსულმა მხარეს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით - 215 ჯარიკაცი დაეღუპა,  48 ჯარისკაცი ქართულმა მხარემ ტყვედ აიყვანა.  285 ადამინი კი ბრძოლის დროს დაიჭრა.

 

არსებული ფაქტებით ერთი რამ ნათელია, რუსლმა მხარემ შიდა მწვავე არეულობით ისარგებლა და საქართველო დიდ ომში ჩაითრია. თუმცა დავა იმის შესახებ ვისი ბრალია შიდა არეულობა დღემდე გრძელდება.

დღეს კი 12 წლის შემდეგ სახეზე გვაქვს ორი არსებული ვარიანტი, მთავრობა, რომელიც წამოეგო პროვოკაციას და ქვეყანამ მიიღო ომი და მთავრობა, რომელიც რუსულ პროვოკაციას არ ჰყვება ომის, თუმცა ომის გარეშე იტანს „რუსულ ჩექმას“.

დაიწყო თუ არა რუსეთთან ომი საქართველომ იმ ოფიციალური წყაროებით, რომელიც ვახსენეთ, აშკარად მითია, თუმცა რეალობა ისაა, რომ რუსული არმია საქართველოს ტერიტორიაზე აშკარად შემოვიდა და ეს ყოვლად დაუშვებელია, თუნდაც ეს ყოფილიყო სახელმწიფოს მიერ თავისივე მოქალაქეებზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზი.