საპატრიარქო ქართული ოცნების წინააღმდეგ ამუშავდა? - რიგი პატრიარქის კართან

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო თვალშისაცემია პოლიტიკოსების თუ ყოფილი თანამდებობის პირების რიგი, საპატრიარქოს ზღურბლთან. 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ცნობით, გამოვლინდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა, კერძოდ, მარნეულში. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის – ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ, ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში ეკლესიის პოზიციად აღიქმება.

"მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა 26 ივლისს მრევლს სიძულვილის ენის შემცველი ქადაგებით მიმართა. მისი განცხადებით, იგი ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის – ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მეუფის თქმით, დარგალმა "რეინკარნაცია მოახდინა საბჭოთა პირსისხლიანი კულტის, ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის დამამხობლისა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გამარღვეველის, ნარიმან ნარიმანოვისა". სამწყსოსადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ, ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყოველ მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის.
საპატრიარქოს კართან აქტიურობენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ყოფილი მაღალჩინოსნები. 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა.

"უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმიღო, და მე მას ილიაობა მივულოცე. ბედნიერი ვარ, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე", - წერს ვაშაძე.
დიდ ვაშაძეს არ ჩამორჩა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი .
"დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ. უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა" - წერს მერაბიშვილი.
არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო დღეებში ყოფილი ხელისუფლების სხვა ჩინოსნებიც ვიხილოთ საპატრიარქოს კარზე.