FBI საქართველოში - ბაჩალიაშვილის საქმეში ფედერალური ბიურო ერთვება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეთან დაკავშირებით შეერთებული შტატების საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.

უწყება გარდაცვლილი გოგონას ოჯახს დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას. სამინისტორ გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ“ , - ვკითხულობ შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბაჩალიაშვილის ოჯახი ამერიკის საალჩოსთან ითხოვდა FBI-ს ჩართულობას, ოჯახმა ასევე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც მოითხოვა თუმცა უშედეგოდ.