არჩევნებზე სააკაშვილის მზის ქვეშ

მიხეილ სააკაშვილი ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ახალა ძალა და რესურსი ნაციონალურ მოძრაობას, რომ მან მარტო მიაღწიოს გამარჯვებას ივანიშვილის წინააღმდეგ და თავად დააკომპლექტოს მთავრობა, სააკაშვილი პასუხობს, რომ ყველას უნდა, მზის ქვეშ თავისი ადგილი ჰქონდეს.
"ნუ, მათ აქვთ, მესმის, რომ ყველას უნდა, მზის ქვეშ თავისი ადგილი ჰქონდეს, მაგრამ ნუ, ასე მარტივად არ გამოდის. ჩვენ თავის დროზე შევთავაზეთ ყველას საერთო სიის შექმნა, ნუ, არ უნდათ, ნუ უნდათ... ვინმეს ბოლო საუკუნეების განმავლობაში საქართველოში აუშენებია იმის მეასედი მაინც, ვიდრე მე და ჩემმა გუნდმა? ეს არის მარტივი ფორმულა, ადამიანებს კითხვას რომ დაუსვამ. ვის აქვს ახლა ენერგია, რომ ჭაობიდან ამოათრიოს ქვეყანა და დაიწყოს ხელახლა ფართომასშტაბიანი აღმშენებლობა ქვეყნის, დაასაქმოს ხალხი, შეწყვიტოს მიგრაცია და გაქცევა ხალხის, მისცეს ადამიანებს შემოსავალი, გააკეთოს მსოფლიო მასშტაბის პროექტები და მთელ მსოფლიო ასპარეზზე წაიყვანოს საქართველო. ყველამ დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა და, მე მგონი, პასუხი ნათელია. აქედან გამომდინარე, ეხლა, ჭაობის რიტორიკას მე არავის მინდა შევყვე...

რაც შეეხება, ვინ დააკომპლექტებს და რას დააკომპლექტებს, მთავრობები მომავალი უნდა იყოს დაკომპლექტებული საზოგადოების საუკეთესო წევრებით, წარმომადგენლებით, ყველაზე კვალიფიციური ქართველებით. მთელ მსოფლიოში არიან ისინი, ყველაზე ნიჭიერი ჩვენი ხალხი. ეს არ უნდა იყოს არც არანაირი პარტიული კვოტები. პარტიები, ყველაფერი მოგვრჩება უკან, თუ ქვეყანა არ ამოვათრიეთ და ქვეყანა უნდა ამოათრიოს ქვეყნის ყველაზე კარგმა ხალხმა ” - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ეს არჩევნები იქნება საკვანძო იმ თვალსაზრისით, რომ სივრცეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ. თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კვლევებში ისევ ჩანს, რომ მეორე ადგილს კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ იკავებს, თუმცა ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად იზრდება დაშორება „ქართულ ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგებს შორის. განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

„ეს რეალობა თანდათან მთლიანად შეცვლის პოლიტიკურ სურათს ჩვენს ქვეყანაში. დღეს თუ გადავხედავთ ოპოზიციურ სპექტრს, არის ძალიან მძიმე სურათი. რა თქმა უნდა, კრიტიკა არის დემოკრატიისა და განვითარების საფუძველი. ეს არის დემოკრატიის მთავარი არსი და მისი დადებითი მხარე. რაც უფრო ძლიერია კონსტრუქციული კრიტიკა, მით უკეთესია დემოკრატიისა და ქვეყნის განვითარებისთვის. „ნაცმოძრაობა“ არ არის მწვავე კრიტიკოსი, არამედ ის დესტრუქციული და ანტისისტემური პოლიტიკური ძალაა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ნება მომეცით ჩემი გეგმები არ გავუზიარო, ისედაც ტელეფონებში არიან შემომძვრალები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა კითხვაზე, ჩამოვა თუ არა საქართველოში.