პრემიერის დაპირებები და ოპოზიციის კრიტიკა - წყალობა და ფარისევლობა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდამჭერი პროგრამა 4 თვის განმავლობაში კიდევ გაგრძელდეს.

პროგრამა გაგრძელდება ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში.

„იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკონპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით, გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. გაგრძელება იგივე პრინციპით - 200 კილოვატ/საათი და 200 კუბური/მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კონპენსირებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბავშვებისთვის სოციალური დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყებისში.

„ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ეკონომიკურ კრიზისში, ჩვენს მოქალაქეებს და ბავშვებს, 17 წლამდე, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში და, რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის დაწყეის პროცესში.

ყველა საქართველოს მოქალაქე, ბავშვი, 17-წლამდე სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ორჯერ გააღარიბა საქართველო და მისი მოქალაქეები. ამ ფონზე, გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ასე სამათხოვროდ, წყალობით, ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს.

„ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ორჯერ გააღარიბა საქართველო და მისი მოქალაქეები. ამ ფონზე, გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს - ხალხო, თუ გინდათ ასეთ, პირდაპირ ვთქვათ, ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე, მთელი ერთი წლის მანძილზე, როგორც სახრეს ურტყამდით, ასე უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ არ გადავირჩევთ. ეს მთავრობა სხვაზე არ რეაგირებს. ამიტომ, გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას ან ივანიშვილს. არჩევნებზე გააკეთეთ სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ასე სამათხოვროდ, წყალობით, ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს“, - განაცხადა უგულავამ.