მხოლოდ წლისთავებზე გახსენებული ოკუპაცია და მოწოდებებში გადაზრდილი შეშფოთება

12 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან.

ომი, რომელმაც ათასობით ადამიანი საკუთარ სახლს მოწყვიტა და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია.

ომი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის თანხლებით ქართველების მოტაცებით გრძელდება.

ომი, რომელიც უცხოელმა „მეგობრებმა“ და ქართულმა მხარემ რუსულ პროვოკაციათ მონათლა და საქართველოს მმთავრობა პროვოკაციაზე წამოგებაში „დაადანაშაულა“.

ომი, რომელზეც მსოფლიოს რეაქცია ბოლო მომენტამდე არ ჰქონია და რამდენიმე წელი მხოლოდ შეშფოთებას „გვჩუქნიდა“.

დღეს შეშფოთებები, რომელიც მხოლოდ ომის წლისთავზე და განსაკუთრებულ მომენტში „მცოცავი ოკუპაციით“ გამოწვეულ მძიმე შემთხვევებს ერთოდა, მოწოდებებში გადაიზარდა.

12 წლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ომი სხვა გზებითა და სხვა ფორმატით გრძელდება, თუმცა რეალური ქმედით უნარიანობა, არათუ მსოფლიოს ქვეყნებისგან, არამედ საქართველოსგანაც აღარ ჩანს.

შეშფოთება, დაკისრებული საქნციები თუ მოწოდებები რუსეთს წლებია ხელს არ უშლის გააგრძელოს ომი საქართველოსთან და დაარღვიოს დადებული ხელშეკრულება.

რამდენიმე წელია მსოფლიოს საქართველოს ეს პრობლემა აღარც გახსენებია და გატაცებულ ქართველებზე შეშფოთებაც აღარ გამოუთქვამთ, თუმცა „საბედნიეროდ“ 12 წლის წლისთავი არ დავიწყებიათ და მკაფიო მოწოდებებიც გააკეთეს.

საქართველოს მმართველი გუნდსა და  მთავრობასაც გაახსენდათ, რომ დღემდე გრძელდება რუსული ოკუპაცია და რუსეთის ხელისუფლებას დაკისრებული მოვალეობების შესრულება მოსთოხოვეს.

კარგია, როდესაც შენი ქვეყანას კატეგორიული პოზიცია უჭირავს მზგავს საკითხში, თუმცა მოწოდებები, ისიც წინასაარჩევნოდ ან წლისთავებზე ვერ უზრუნველყოფს იმ სოფლების მოსახლეობის უსაფრთხოებას, რომელთა მეზობელი სოფლები რამდენიმე დღის წინ საქართველოს, ხოლო ახლა ოკუპანტების ტერიტორიაზეა.

ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ჩვენი გეო-პოლიტიკური პრობლემა არც არავის აინტერესებს ცხადია ან აინტერესებთ კიდევაც, უბრალოდ საქართველოზე მეტად გეო-პოლიტიკურ „პარტნიორად“ რუსეთი მიაჩნიათ.

ამის მიუხედავათ 12 წლის წინათაც და დღესაც უკრაინა და ლიეტუა ჩვენ გვერდით არის, თუმცა არა მხოლოდ წლისთავებზე.

მართალია ვერც ერთ ქვეყანას ომში ჩართვას ვერ მოვთხოვდით, ეს არა ადეკვატურიც იქნებოდა, თუმცა სიტყვები „ჩვენ ამაზე შეშფოთებას გამოვთქვამთ“ დღეს და მითუმეტეს ომის წინა ხაზზე მყოფ ქართველებს არაფერში არ ეხმარებოდა.

სიმართლე მაინც ისაა, რომ რუსეთი ბოლო საუკუნეების ყველაზე არასისამოვნო ქვეყანაა და მასთან რაიმე სახის ჭიდილს ყველა ერიდება, რაც გიგანტ ქვეყანასთან პირდაპირ და მკაფიოთ არ დაპირსიპრებაში გამოიხატება.