მინსკში ომონმა საპროტესტო აქცია ისევ დაშალა - ვიდეო

ლუკაშენკოს რეჟიმის "ომონმა" მინსკის ცენტრში შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშალა. 
საპროტესტო აქციის რამდენიმე ათასი, მონაწილე ბელორუსის დედაქალაქში წითელი კათოლიკური ტაძრის წინ შეიკრიბნენ, მილიცია და ომონი მათ დაშლისკენ მოუწოდებდა.    Tut.by-ს ინფორმაციით, 10 ზე მეტმა, სპეცმანქანებმა მოიყარა თავი, რომლითაც დაკავებული მოქალაქეები გადაჰყავთ.

არაა ცნობილი, რამდენი მოქალაქე იქნა დაკავებული. Euroradio-ს ცნობით, მინსკში დამოუკიდებლობის მოედანზე ხალხი ისევ იკრიბება.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ბელორუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.