მოახლოვებული ისტორიული არჩევნები, მოხსნილი შეზღუდვები და რეკორდული დაინფიცირების რაოდენობა

ქვეყნის ისტორიულ არჩევნებამდე დღეს კოვიდ-19-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

38 დაინფიცირებული და 17 გამოჯანმრთელებული.

ამ დრომდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ორჯერ ერთმანეთის მიყოლებით აპრილის თვეში დაფიქსირდა, თუმცა განმეორებას ადგილი აღარ ჰქონია. 

ექსპერტების განცხადებით, ეს ციფრები ჯერ საგანგაშო არ არის, თუმცა გარანტირებულად ვერავინ ამბობობს, დაინფიცირების ტემპი გაგრძელდება თუ არა. 

ამის ფონზე ცესკომ გუშინ ოფიციალურად დაიწყო არჩევნებისთვის მზადება. 

ისტორიულ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. მართველი გუნდი დარწმუნებით აცხადებს, რომ არჩევნები არ გადაიდება და პანდემია ამას ხელს ვერ შეუშლის. 

დაინფიცირების დაფიქსირებიდან მალევე, საქართველოს მთავრობამ ვაქცინების გლობალურ ალიანს 700 ათასი ასაცრელი მასალა შეუკვეთა. 

პარალერულად შეზღუდვები მოიხსნა მესტიაში. ასევე შეზღუდვენი დაწესეას არ აპირებენ ბათუმსა და ქობულეთში, სადაც დაინფიცირების რაოდენაბა არ იკლებს. 

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირებულია 1548 პირი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მან 1270 შეადგინა. ქვეყანაში ვირუსით სულ 19 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5806 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 ადამიანია.