რაიხსტაგი ნავალნის კომაში ყოფნას კრემლს აბრალებს, ექიმებმა მიზეზი დაასახელეს

დღეს გერმანიამ ტოქსიკოლოგიური ტესტირების პასუხების საფუძველზე განაცხადა, რომ ნავალნი ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ არის მოწამლული.

ნერვული აგენტი „ნოვიჩოკი“ რუსული წარმოშობისაა.

BBC-ის ცნობით, ანგელა მერკელი უკვე შეხვდა მინისტრთა კაბინეტს და გერმანული მხარე რამდენიმე დღეში შეიმუშავებს კრემლის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს.

საინფორმაციოს ცნობით, ასევე, გერმანიის მთავრობა ნავალნის მოწამლის შესახებ სრულ ანგარიშს ნატოსა და ევროკავშირსაც წარუდგენს, მანამდე კი გერმანული მხარე რუსეთისგან ახსნა-განმარტებას ელოდება.

რუსული საინფორმაციო სააგენტო  Tass news-ის ინფორმაციით, კრემლი უარყოფს მომხდარ ფაქტს და აცხადებს, რომ გერმანიისგან მათ ოფიციალური დასკვნა ამ დრომდე არ მიუღიათ.