მსოფლიო კრემლს ღიარდ უპირისპირდება - ნავალნის მოწამვლაში რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულეს

გერმანელმა ექიმება საბოლო დასკვნა დადეს, ტესტირებებმა აჩვენა, რომ ნავალნი რუსული ქიმიური ნივთირებით არის მოწამლული.

"ნოვიჩოკი" რუსული ქიმიური ნივთიერებაა, რომელითაც ადამიანის მოწამლის ფაქტი პირველი არ არის.

გერმანიის მთავრობამ დასკვნის დედბის შემდეგ, საგანგებო სხდომა გამართა. ანგელა მერკელი მინისტრთა კაბინეტს შეხვდა და სამოქმედო გეგმა განიხილა.

როგორც გემრნაიის კანცლერმა განაცხადა, გერმანია ნატოსა და ევროკავშირს მალე წარუდგენს ექიმების ოფიციალურ დასკვნას.

მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული მხარისგან ახსნა-განმარტებას ელოდება.

„ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტის დადასტურების შემდეგ, დაუყოვნებლივ ვაცნობეთ ჩვენს პარტნიორებს ასევე ჰააგის ბიუროს, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ინფორმაცია მივაწოდეთ რუსეთის ფედერაციას, თუმცა მათი მხრიდან ამ დრომდე განცხადება არ გაკეთებულა. ვიმედოვნებთ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დროულად გაუმჯობესდება და ის თავის ოჯახს დაუბრუნდება“ , - განაცხადა ანგელა მერკელმა.

ექიმების დასკვნსა და გერმანიის მკაფიო განცხადებას, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს უშიშროების საბჭოც გამოეხმაურა.

დიდი ბრიტანეთი სასწრაფოდ მოითხოვს რუსულმა მხარემ ახსნას ეს სიტუაცია და დასაჯოს ყველა დამნაშავე.

“აღმაშფოთებელია, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს ალექსეი ნავალინის წინააღმდეგ. ჩვენ დიდ ბრიტანეთში ჩვენი თვალით ვნახეთ "ნოვიჩოკის" მომაკვდინებელი შედეგები. რუსეთის მთავრობამ ახლა უნდა განმარტოს, რა დაემართა ბატონ ნავალინის – ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან სამართლიანობის აღსრულებისთვის” ,  – წერს ბორის ჯონსონი "ტვიტერზე".

შტატებში კი აცხადებენ, რომ რუსული მხარის დასასჯელად ყველაფერს იზამენ.

„აშშ ღრმად შეშფოთებულია დღეს მიღებული შედეგებით. ალექსეი ნავალნის მოწამვლა ყოვლად საძრახისი ქმედებაა. რუსეთს წარსულშიც გამოუყენებია ქიმიური ნერვული აგენტი ნოვიჩოკი.

ჩვენ მოკავშირეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს, იმის მიხედვით, თუ საით წაგვიყვანს სამხილები, და შევუზღუდოთ დაფინანსება მათ საზიანო ქმედებებს.

რუს ხალხს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი შეხედულებები მშვიდობიანად, რაიმე სახის მეთოდით, განსაკუთრებით ქიმიური ნერვული აგენტებით შურისძიების შიშის გარეშე“,  - ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსული მხარე ყოველივე ბრალდებას უარყოფს, კრემლში ამ დრომდე აცხადებნდნე, რომ გერმანული მხარისგან არანაირი დასკვნა ოფიციალურად არ მიუღიათ, თუმცა საერთაშორისო ორგანოების ჩარევის შემდეგ, რუსეთის დუმაში განაცხადეს, რომ ქიმიური ნივთიერება რუსული არ არის და ის საქართველოში აშშ-ს დაკვეთით მზადდება.