რეკორდსმენმა დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა

ბორჯღალოსანთა რეკორდსმენმა ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ცენტურიონმა დავით კაჭარავამ მოთამაშის კარიერა დაასრულა.

35 წლის მორაგბე დაემშვიდობა სანაკრებო და საკლუბო რაგბს.

მას ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015, 2019) აქვს, დათოს ბორჯღალოსნებთან ერთად 11-ჯერ აქვს მოგებული რაგბი ევროპის ჩემპიონატი.

ბოლო სანაკრებო მატჩი მან 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა, მეტის საშუალება კი COVID-19-ის პანდემიამ არ მისცა.

2006 წლიდან მოყოლებული კაჭარავას ნაკრებში 15 სეზონი გაატარა, 25 ლელო გაიტანა და ამით ნაკრებში მეორე ადგილზეა, ხოლო მის ანგარიშზე ასევე 122 კეპია, რითაც პირველ ადგილზეა.

ჩატარებული 15 სეზონიდან დავით კაჭარავამ ნაკრებს ოთხჯერ უკაპიტნა.