„სტუმარ - მასპინძლობის“ კულტურა თუ შიშის ფონზე „ბაბაიას“ ძახილი

წლები გავიდა 2008 წლის ომის შემდეგ და წლებია ოკუპანტი ქვეყანა მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს, თუმცა ან რეაქცია არ გვაქვს ან კიდე ჩვენი რეაქცია ერთ ადგილზე კიდია მთავარ დიქტატორსა და ოკუპანტს.

რამდენიმე დღის წინს ოკუპანტები სოფელ ნიქოზში, ხულვალეთსა და ატოცში გამოჩნდნენ და უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს.

დღემდე ოფიციალური რეაგირება საქართველოს მთავრობას არ განუხორციელებია, ამის ფონზე ევროპა და ამერიკას აღარ შფოთდება.

ჩვენი გმირები გატაცებული ჰყავდათ, აწამეს, მოკლეს და პასუხი არავის მოუთხოვია. საოკუპაციო საზღვრიდან ხალხს იტაცებენ, ასამართლებენ, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ზიანს აყენებენ და პასუხი ისევ არ მოეთხოვებათ.

პოლიტიკა არ უნდა ავურიოთ არსად, თუმცა როდესაც საქმე ეხება რუსეთს უნდა დაფიქსირდეს მათი ოკუპაცია ნებისმიერ ასპარეზზე, ეს იქნება სპორტი, კულტურა თუ სხვა...

ამის მაგივრად, გუშინ თბილისში, „მიხეილ მესხის“ არენაზე თბილისი „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩზე, შსს-ს თანამშრომლები აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს აედევნენ და სტადიონის ტერიოტრიაზე მის თანმხლებ პირებთან ერთად გაჩხრიკეს.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, სამ ადამიანს 15-20 შსს-ს თანამშრომელი ჩხრიკავდა, უღებდა ვიდეოს და ამოწმებდნენ საბუთებს.

„ჩვენი გაჩერების მიზეზი უცნობი იყო, თავიდან არ უთქვამთ რატომ შეგვაჩერეს, უბრალოდ ითხოვეს ამოგველაგებინა ჩანთებიდან ყველაფერი და ჯიბებშიც რაც გვქონდა ისიც. შემდეგ შეამჩნიეს მაისური, რომელზეც გამოსახული იყო საქართველო მთლიან საზღვრებში და ეწერა „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, მომთოხვეს ამ მაისურის გახდა, ჩამომართვეს, მიზეზის კითხვის შემდეგ დაგვთანხმდენ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ სტუმრები არიან და ასეთ მაისურით გასვლა მათი არაპატივისცემა იქნებოდა“, - განაცხდა სპორტული საიტის Blogsport.ge-ს რედაქტორმა ლევან ქობალიამ.

ოკუპანტი ქვეყნის გუნდს პატივი უნდა ვცეთ და არ შევახსენოთ, რომ მათი ქვეყანა დღემდე უკანონოდ იმყოფება საქართველოს მიწაზე.

თუმცა, ეს ერთადერთი რამ არ ყოფილა რაც შსს-ს თანამშრომლებმა „იკაცეს“ ,  მატჩზე გულშემატკივრების დასწრება არ შეიძლება, გარკვეულ ეტაპზე უეფა კრძალავს მაყურებლის დასწრებას სტადიონზე.

ამიტომ სტადიონის სიახლოვეს ქართველი გულშემატკივრის გარკვეული რაოდენობა შეიკრიბა.

ისინი თბილისის „ლოკომოტივს“ გულშემატკივრობდნენ, იყო რამდენიმე შეძახილიც - „პუტინ ხუილო“-ც მოვისმინეთ.

ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულ „სტუმრებს“ დისკომფორტი, რომ არ შექმნოდათ შსს-ს ბიჭებმა გულშემატკივრები განარიდეს სტადიონის გარე პერიმეტრსაც.

გინდ „სტუმარ-მასპინძლობა“ დაარქვით და გინდ „სპორტი და პოლიტიკა არ ავურიოთ“ - ყველგან მკაფიოთ და ცხადად უნდა ითქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მას აქვს ოკუპირებული საქართველოს 20%, დღემდე განაგრძობს ამ პროცენტული მაჩვენებლის გაზრდას და „დათვს ბაბაიას“ არ დავუძახებთ.