წინასაარჩევნო კამპანიამ ქუთაისი „ტორპედოზე“ არ იმოქმედა - „ხელების შეწმენდის“ პრაქტიკა გრძელდება

გავრცელებული ინფორმაცით, ქუთაისის „ტორპედო“ ორმა ფეხბურთელმა დატოვა, განახევრებული ხელფასებისა და ფინანსური კრიზისის გამო ივან ბობკო და ლაშა კასრაძე გუნდიდან უკვე წავიდნენ.

როგორც გულშემატკივრები აცხადებენ, ქუთაისის მერიამ ინვესტორს ქვეყანაში კარანტინის გავლის გარეშე ჩამოსვლა და გუნდის გადაცემა უკვე შესთავაზა, თუმცა იტალიელი ჯერ კონტაქტზე არ ჩანს.

ასევე ისიც ირკვევა, რომ მანინმა ფეხბურთელებს ისევ განახევრებული ხელფასები შესთავაზა, რის გამოთაც გუნდი ხელახლა დაშლის პირას დგას.

სოციალურ ქსელში კლუბის გულშემატკივრები ავრეცელებენ ინფორმაციას, რომ აპირებენ ინვესტორთან კონტაქტზე გასვლას და მისი პოზიციის გაგებას.

რამდენიმე თვის წინ მერიის წარმომადგენლება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადეს, რომ პროცესი კოვიდ-19-ის გამო გაიწელა და უმოკლედ დროში მოხდება გუნდის გადაცემა.

ამ დროის განმავლობაში გუნდის ფინანსურ მხარეს მანინი აგვარებდა, თუმცა როგორც ირკვევა ფეხბურთელები ამ დრომდე განახევრებულ ხელფასებზე იყვნენ და ეს პროცესი კიდევ გრძელდება.

თუმცა არც ის გაუკვირდება ვინმეს, რომ ქუთაისი მერიის განცხადება ისევ „ბლეფი“ აღმოჩნდეს, ამის პრაქტიკა „ტორპედოს“ თემაში ადგილობრივ თვითმართველობას საკმაოდ აქვს.

“ძალიან მალე ტორპედოს ფანკლუბი დაუკავშირდება ფაბიო მანინოს, და მიცემს გარკვეულ დროს საქართველოში ჩამოსასვლელად, თუ იმ დროში ჩამოვა და დავინახავთ რო გუნდს არ გადაცემენ ჩვენ ყველანი დავუდგებით გვერდით მას, მაგრამ თუ არ ჩამოვა მაშინ იმ გზას დააგდბა რომელსაც დაადგა კომპანია ვისოლი და ზაალ ჩაჩავა !!!

ყველამ კარგად იცის რო ეს კლუბი ჯერ ჩვენი ქალაქის და მერე ჩვენი გულშემატკივრებისაა და ვინც ამ კლუბის წინსვლას შეაფერხებს ყველა დატოვებს დაკავებულ თანამდებობებს.

ქართული მხარე ამბობს რო ჩვენ ვეუბნებით ფაბიოს ჩამოდი და გუნდი გადმოგეცემაო, რამდენიმე მარტივი გზაც კი შევთავაზეთო რო ისე ჩამოვიყვანთ კარანტინის გავლაც არ მოუწევსო, ფაბიო ამბობს რო თუ თქვენ მოიძიებთ მსგავს გზას რო მე საქართველოში ჩამოვიდე არ მაქვს პრობლემა წამოსვლისო.

ხოდა უახლოეს დროში გავარკვევთ დეტალურად ყველაფერს და თუ მართლა არსებოს ეს მარტივი გზა რო ფაბიო აქ ჩამოვიდეს და მაინც არ ჩამოვა ნებით ან ძალით მოუწევს გუნდის დატოვება !!!

წინა თვეში ფაბიომ გუნდს დაუკავშირდა  და თხოვა რო ეს თვეც მოიცადეთ და სექტემბრის 10 დან ხელფასებს სრულად მიიღებთო, დღეს კი ამბობს რო ისევ 50% ზე უნდა დამთანხმდეთო, გარდა ამისა კლუბიდან ნძან მარტივად გაუშვა გუნდის ორი წამყვანი მოთამაშე კასრაძე და ბობკო, დაურეკა ფეხბურთელებს და უთხრა ვისაც არ გაწყობთ ასე წადითო, ეხლა თქვენ თავად განსაჯეთ ასეთ რამეს რო პრეზიდენტი ეუბნება ფეხბურთელებს რა მოტივაციაზე და მონდომებაზეა ამის მერე საუბარი ? 

გუშინ კასრაძე წავიდა, დღეს ბობკო, ხვალ კიდე სხვა წავა ზეგ სხვა და ისევ დავიშლებით .

დროა წერტილი დაესვას ამ ყველაფერს და დაესმება კიდეც უახლოეს მომავალში” , - ვკითხულობთ „ტორპედოს“ გულშემატკივრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.