ოთხი ოქტომბრის მოვლენები - ის რაც ისტორიას დარჩა

ოთხი ოქტობერი მსოფლიო ისტორიაში რამდენიმე მნიშნელოვან ფაქტს აერთიანებს.

1958 წლის 4 ოქტომბერი, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ძიერული ცვლილებების დღეა. საფრანგეთში ამავე წლის 4 ოქტომრებს „დაინგრა“ მეოთხე რესპუბლიკა და მეხუთე რესპუბლიკის ჩამოყალიბებას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ამჟამნინდელი საფრანგეთის კონსტიტუციაა.

საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკა, რომლის დაშლამაც გამოიწვია საპარლამენტო მთავრობის ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემით შეცვლა. ეს იყო საფრანგეთის ხანგრძლივობით მესამე რეჟიმი, ძველი წყობისა და მესამე რესპუბლიკის შემდეგ.

რუსეთის 1993 წლის კონსტიტუციური კრიზისი 21 სექტემბერს დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის მიერ ქვეყნის აღმასრულებელი მთავრობის დათხოვნის გამო. ყველაზე საინტერესო კი ამის შემდეგ მოხდა.

კონგრესმა უარყო ელცინის განკარგულება მთავრობის დათხოვნის გამო და მისი იმპიჩმენტის საშუალებით პრეზიდენტობიდან დათხოვნას უყარა კენჭი.

28 სექტემბერს ელცინის მთავრობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი პროტესტები დაიწყო მოსკოვის ქუჩებში, სადაც პირველი სისხლი დაიღვარა. არმია ელცინის კონტროლს ქვეშ დარჩა, რამაც განაპირობა კიდეც კრიზისის შედეგი.

აღმასრულებელი მთავრობა კი რუსეთის პარლამენტის თეთრ სახლში ბარიკადებში მომწყვდეული აღმოჩნდა.

მომდევნო კვირას, ანტი-ელცინის პტოტესტებმაც იწყო ზრდა, რაც 2 ოქტომბრისთვის მასობრივ სახალხო წინააღმდეგობაში გადაიზარდა.

რუსეთი სამოქალაქო ომის მიჯნაზე აღმოჩნდა და ამ მომენტში უშიშროებამ და სამხედრო ელიტამ მხარი ელცინს დაუჭირა.

ამავე წლის 4 ოქტომბერს  იერიში მიიტანეს პარლამენტზე სატანკო არტილერიის გამოყენებით. მომდევნო დღეს ელცინის აჯანყება ჩახშობილი იყო, ოფიციალური ცნობებით კი კონფლიქტს  187 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 437 კი დაიჭრა.

2001 წლის ოთხ ოქტომბერს არანაკლები მსხვერპლი ახსოვს, თუმცა ამჯერად ძალიან უხეში შეცდომის შედეგად.

შავ ზღვაში ციმბირის ავიაზების TU-154 თვითმფრინავი, უკრაინულმა S-200-ის ჭურვმა ჩამოაგდო, რომელიც შეცდომით გასროლილი იყო.

ავიაკატასტროფას იმ დროს 78 ადამიანი ემსხვერპლა.

და ოთხი ოქტომბრის კიდევ ერთი მნიშნელოვანი ფაქტი - 2009 წელს საბერძნეთის საკანონმდებლო არჩევნებში გეორგიუს პაპანდრეუს ხელმძღვანელობით  პანელენისტურმა სოციალისტურმა მოძრაობამ ყველა სხვა პარტია დაამარცხა.