7 ოქტომბერი - ის რაც ისტორიას ცვლილებების თარიღად ახსოვს

7 ოქტომბერი განსხვავებული თარიღებით ისტორიას ძალიან ბევჯერ დაამახსოვრდა.

1769 წლის 7 ოქტომბერს ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა ახალი ზელანდია აღმოაჩინა, ეს მოგზაურის იდუმალი მისია იყო.

ახალი ზელანდია ჯერ კიდევ აბელ ტასმანის აღმოჩენილი იყო, თუმცა კუკმა კუნძულის დეტალურად შესწავლისას აღმოაჩნია, რომ ახალი ზელანდია ორი კუნძულისგან შედგებოდა და მათ შორის ვიწრო სრუტე იყო.

ეს ინფორმაცია მანამდე ყველასთვის უცნობი იყო. ექსპედიციას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია, ადგილობრივები ინგლისელებს აგრესიულად დახვდნენ, შეტაკებები სტუმართა გამარჯვებით დასრულდა და ექსპედიციის არცეთი მონაწილეც არ დაღუპულა.

1869 წელს ამერიკაში კორნელის უნივერსიტეტი ფუნქციონირებას იწყებს, უნივერსიტეტმა 412 სტუდენტი მიიღო.

კორნელის უნივერსიტეტი ამ დროისთვის ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო მთელ ამერიკაში.

1919 წლის 7 ოქტომბერი მსოფლიოს უძველესი ავიაკომპანიის დაარსების თარიღია, ნიდერლანდებში ავიაკომპანია KLM დაარსდა.

ავიაკომპანია იმ დროისთვის პირველი იყო და ის დღესაც აგრძელებს ამავე სახელით მოღვაწეობას.

1942 წელი, 7 ოქტომბერი მსოფლიოს კიდევ ერთი მნიშნელოვანი თარიღი, ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა გაეროს შექმნაზე განცხადება გააკეთა.

1992 წელი, საქართველოს ისტორიისთვსი მნიშნელოვანი თარიღი, ქვეყანა იუნესკოს წევრი გახდა. დღემდე იუნესკოს მხარდაჭერით საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული ნაგებობა განახლდა და აღდგა.

2008 TC3 ნაცრისფერი მცირე ზომის მეტეორტი, რომელიც 2008 წლის 7 ოქტომბერს ღამის საათებში დედამიწას სუდანის ტერიტორიაზე შეეხო.

მეტეორიტი დედამიწის ატმოსფეროში ვარდნისას დაიწვა.

მეტეორიტი ჩამოვარდნამდე ერთი დღით ადრე ობსერვატორიაში აღმოაჩინეს, თუმცა მისი მუქი შეფერილობისა და სიმცირის გამო მეცნიერებმს მეტეორიტის შემჩნევა გაუჭირდათ.