H&M თქვენს ვიწრო, ძველ მაისურს ახალ სვიტერად გადააქცევს

წლების განმავლობაში მოდის ინდუსტრია ცდილობს იპოვოს ძველი სამოსის ახლებურად გადაქცევის გზა და ტექნოლოგიებმა  საბოლოოდ მიაღწიეს სასურველ მიზანს. თუ თქვენ სტოკჰოლმში H&M მაღაზიასთან გაჩერდებით, გარდაქმნის პროცესს თქვენი თვალით იხილავთ.

პოპულარულმა ბრენდმა H&M-მა, რომელიც ტანსაცმელს აწარმოებს, დანერგა ახალი ტექნოლოგია, რომლითაც ძველი ტანსაცმლის განახლება ხდება. ამის შესახებ Fast Company წერს.

შვედურმა კომპანიამ წარმოადგინა ტექსტილის გადამამუშავებელი მანქანა Loop-ი, რომელიც ძველ ტანსაცმელს ანაწევრებს, შემდეგ კი ქმნის ქსოვილს, რომლითაც ახალი ტანსაცმელი იკერება.

დანადგარი არ გამოიყენებს წყალს და ქიმიკატებს, რაც ქსოვილის წარმოებას ეკოლოგიურს ხდის. სტოკჰოლმის მოსახლეობას შეუძლია ჩააბაროს ძველი ტანსაცმელი რაშიც მათ კომპანია $11-დან $16-დოლარამდე უხდის. ძველი ტანსაცმლისგან ნახევარ საათში ახალი ქსოვილი მიიღება.

მომხმარებელი მოიტანს სამოსს, რომლის გადაგდებასაც აპირებს, მაგალითად ძველი მაისური ან ბამბის კაბა და მინის კედლებიდან უყურებს, როგორ გადაიქცევა ის სრულიად ახალ სვიტერად ან შარფად.

პროცესი დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობს და როდესაც დასრულდება, მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს 15 დოლარი მზა ნივთისთვის.

 H&M– ის მდგრადი განვითარების ხელმძღვანელი, პასკალ ბრუნი  ამბობს, რომ ამ კონკრეტული მანქანის აზრი არ არის სამრეწველო მასშტაბის ტანსაცმლის გადამუშავება.

„H&M არის 26 მილიარდ დოლარიანი გლობალური კომპანია, რომელიც წელიწადში მილიონობით ტანსაცმელს აკეთებს. იდეა არის მომხმარებლებს ვაჩვენოთ, თუ როგორ ხდება ქსოვილის გადამუშავება, რათა მათ მოტივაცია ჰქონდეთ ძველი ტანსაცმლის მოსატანად“, - აცხადებს ბრუნი.

Drottninggatan- ის მაღაზიის მანქანა, ფაქტობრივად, რეალური გადამუშავების სისტემის ასლია, რომელიც ახლახან შემუშავდა.

H&M უკვე თანამშრომლობს Infinited Fiber- თან, რათა შექმნას სამოსი ამ რეგენერირებული ბოჭკოების გამოყენებით. ისინი შეიძლება გადაკეთდეს მრავალფეროვან ქსოვილებად - მაგალითად, მაისური, ჯინსი და სხვა.

გადამუშავების მიზნით ტანსაცმლის შეგროვებისა და დახარისხების ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და საჭიროა განვითარდეს, რომ მასშტაბური ოპერაციების განხორციელება გახდეს შესაძლებელი.

საბოლოო ჯამში, ქსოვილების გადამუშავება, H&M– ის მდგრადი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანიის მიზანია 2040 წლისთვის გახდეს პოზიტიური კლიმატის შექმნელი, რაც ნიშნავს ატმოსფეროში დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცირებას.