დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ადგილზე ქედის მერი ლევან გორგილაძე, მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურთან ერთად გაეცნო.

,,სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება, პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარზე მეტი იხარჯება. 2021 წლიდან როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს, ექნებათ შესაძლებლობა სრულად რეაბილიტირებული, თანამედროვე პარკით ისარგებლონ" - აღნიშნა ქედის მერმა.

(NS)