ერთი ნაბიჯი ისტორიულ ფინალამდე, ქართული ტალანტის გამოსხივება და ვლადიმერ ვაისის წყევლა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა C დივიზიონის ფარგმებლში ჩრდილოეთ მაკედონიასთან სტუმრად მატჩი გამართა.

პირველი ტაიმის შემდეგ (0:0), რომელიც არც თუ ისე იმედის მომცემი იყო, ვლადიმერ ვაისმა მოერე ტაიმში მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა.

შესვლიდან რამდენიმე წუთში, რამდენიმე წამიან მონაკვეთში მან უბრალოდ შედევრი შექმნა, ულამაზესი გოლით საქართველოს ნაკრები დააწინაურა, ერთა ლიგაზე და ზოგადად ნაკრებში პირველი გოლი მიითვალა.

თითქოს და „საფინალო რეპეტიციაზე“ ყველაფერი კარგად მიდიოდა, კიდევ შეგვეძლო გატანა, მაკედონია 10 კაცით თამაშობდა და თამაშის ბოლოს საქართველოს ნაკრების კარში 11 მეტრიანია საჯარიმო ინიშნება, მაკედონიას გააქვს და მატჩი ფრედ 1:1 სრულდება.

უკმაყოფილების გრძონება სუფებს, ეს მატჩი C დივიზიონის მეოთხე ტური იყო და ამის შემდეგ D დივიზიონის ფინალში საქართველოს ნაკრები ისევ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, თუმცა ამჯერად თბილისში,  „დინამო არენაზე“.

უკმაყოფილება და ცოტა იმედ გაცრუებაც ალბათ, კი დაცვაში სრული ჰარმონია არ გვქონია და ბევრი ცვლილებები იყო ბელარუსთან მატჩის შემდეგ. ეს ნამდვილად ეგრეა, თუმცა აქ ორი ფაქტორია, საქართველოს ნაკრებმა 10 კაციან მაკედონიას ორივეჯერ ვერ მოუგო, მეორე კი ისაა, რომ ბოლო წამებზე აკიდებული 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ქულებს ვკარგავთ.

მატჩის ბოლო წუთები ყველაზე დიდ დრამად იქცა საქართველოს ნაკრებისთვის, თუმცა ფინალურ დაპირისპირებაში ვლადიმერ ვაისის განცხადებით მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება.

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა იმდენად აუსრულებელი ოცნება იყო ბოლო წლებში, რომ პრინიცპულ მეტოქე სომხეთთან 11 ძირითადი ფეხბურთელიდან 9 არ გვყავდა, ჩრ მაკედონიასთანაც იყო რამდენიმე ცვლილება.

საფინალო დაპირსპირება 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება, გამარჯვებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში მოხვდება.