არსებობს თუ არა შაქარაშვილის მკვლელობის დამადასტურებული მტკიცებულებები - დაცვის და ბრალდების მხარეები საქმის დეტალებზე

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თემასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ჟურნალისტებთან, როგორც დაცვის ასევე ბრალდების მხარეებმა.

არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ ეს არ არის გამართული სისხლის სამართლის საქმე, ეს არის კითხვის ნიშნები, რომელიც მოუტანეს სასამართლოს და საბოლოო პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

„მათ ვერ გამოკვეთეს არა მხოლოდ ვინმეს ბრალეულობა, არამედ საერთოდ ვერ დაადგინეს მოკლეს თუ არა სინამდვილეში შაქარაშვილი. ერთადერთი, რაც ცნობილია არის ის, რომ იგი გარდაიცვალა“ , - აცხადებს ადვოკატი.

დაცვის მხარის კიდევ ერთი წარმომადგენელი, არასრულწლოვან ზ.ხ-ს ადვოკატი გიორგი გელხაური ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და არ არიან არც მოწმეები, ვინც იტყვის რამოხდა სინამდვილეში.

მისივე განცხადებით, სასამართლოს ყველაფერს მოახსენებენ, აუხსნიან და იმედი აქვთ, რომ დადგენა გამამართლებელი განაჩენი.

„მნიშვნელოვანია ერთი მომენტი და ერთი გარემოება, ვინ მიაყენა დაზიანება შაქარაშვილს და როგორ აღმოჩნდა ის წყალში. ამის შესახებ ბრალდების მხარეს არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, არც ერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის რამოხდა იქ სინამდვილეში. სწორედ ამას მოვახსენებთ დღეს სასამართლოს. ამას ავუხსნით და გვაქვს იმედი, რომ ის გამამართლებენ განაჩენს გამოიტანს“, - აცხადებს ადვოკატი.

 რაც შეეხება ბრალდების მხარეს, ამ საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ სწორედ 5-მა მკვლელობაში ბრალდებულმა ჩააგდო წყალში შაქარაშვილი.

ის ასევე აცხადებს, რომ არსებობს ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ჩანს როგორ გარბის შაქარაშვილი და ასევე არიან მოწმეები, რომლებმაც ყველაფერი დაინახეს.

„გვაქვს ვიდეო ჩანაწერები, რომელზეც ჩანს როგორ გარბის შაქარაშვილი, არიან მოწმეები,რომლებიც მადლობა ღმერთს, რომ იქ აღმოჩდნენ. დაინახეს და გაიგეს რომ ბრალდებულები შაქარაშვილს  წყლის ნაპირამდე ჩაჰყვნენ.

ექსპრეტიზის დასკვნით ცნობილია, რომ გარდაცვლილს აქვს მრავლობითი დაზიანება და საბოლოოს ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობის შედეგად გარდაიცვალა. სწორედ იმ ბრალდებულებმა, რომლებიც დღეს პატიმრობაში იმყოფებიან, ჩააგდეს შაქარაშვილი წყალში და სასამართლო მათ მიმართ შესაბამის განაჩენს გამოიტანს“, - აცხადებს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

როგორც მოგახსენეთ, სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს მიმდინარეობს.