ვალერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულების ადვოკატების სააპელაციო საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღინისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.