მსოფლიო დღეს სიღარიბესთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს - ვიდეორგოლი

17 ოქტომბერს მსოფლიო სიღარიბესთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს.

მსოფლიო ბანკის საქართველოს ფილიალმა END  POVERTY  DAY-ს მიუძღვნა ვიდეო რგოლი, რომელიც მსოფლიო ბანკის სოციალური მედიისა და ოფიციალურ ონლაინ გვერდებზე დღეს გამოქვეყნდა.

ვიდეო რგოლის ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე: https://www.worldbank.org/en/news/video/2020/10/16/how-digital-transformation-is-improving-education-in-georgia

ვიდეო რგოლი მოგვითხროს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება მსოფლიო ბანკი საქართველოს სიღარიბის დაძლევაში სხვადასხვა მიმდინარე პროექტებით, რომელთა შორის აღსანიშნავია : Log-in Georgia  და  Innovation, Inclusion and Quality (I2Q) Project (პროექტი - „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი").  

ვიდეო რგოლის მთავარი გმირია მაღალმთანი სოფლის - არგოხის სკოლის პედაგოგი ინგა ხვედელიძე, რომელიც გვიზიარებს თავის გამოცდილებას იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშნელოვანია ინტერნეტიზაცია და ციფრულ ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით კი, პანდემიის პირობებში, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის,

მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, რომლის შედეგად მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის ფარგლებში 1000 სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდება (ვრცლად პროექტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე - LINK )

პროექტის შესახებ: Innovation, Inclusion and Quality (I2Q)/ „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი" მსოფლიო ბანკი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას განათლების ხარისხის ამაღლების პროექტით უჭერს მხარს ( ვრცლად პროქტის შესახებ იხილეთ ბმულზე LINK ) .