საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი იზრდება - როგორია ეპიდვითარება

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში, 277 თბილისში, ხოლო 198 იმერეთში გამოვლინდა.

მისივე თქმით, კრიტიკული პაციენტების რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა

,,რაც შეეხება განაწილებას, დღეისათვის ყველაზე მეტი ისევ აჭარაშია, სადაც 342 შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში - 277, იმერეთში - 198, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, გურიაში - 11, შიდა ქართლში - 12, ქვემო ქართლში - 3, მცხეთა მთიანეთში - 10, კახეთში - 7, სამცხე ჯავახეთში - 3, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება გარდაცვლილ პაციენტებს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსით გარდაცვლილი 11 ახალი პაციენტიდან 5 თბილისში, 3 ბათუმში, 2 იმერეთში და 1 გორში მკურნალობდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვენელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

,,გარდაცვლილი გახლავთ 11 ახალი პაციენტი. აქედან 5 გახლავთ თბილისში, 3 - ბათუმში, 2 არის იმერეთში და 1 გორში", - განაცხადა ენდელაძემ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 246 პაციენტი განიკურნა.

აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, დღეს ქვეყანაში კოვიდ19-ის  887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ჯამში, 15 327 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 7 613 უკვე გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.