სომხეთის წინაშე პასუხს აგებენ ყარაბაღში მკვლელების ჩაყვანისთვის - არმენ სარგსიანი ევროკავშირით იმედგაცრუებულია

მთიან ყარაბაღში დღეiს მდგომარეობით,ვითარება ისევ დაძაბულია. როგორც ცნობილია, ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება,რომელიც სამწუხაროდ არცერთი მხარის მიერ სრულყოფილად არ იქნა შესრულებული.

საომარი მოქმედებები წითელ ზონაში ისევ გრძელდები და ისევ ეწირება მას მშვიდობიანი და სამხედრო პირების სიცოცხლე.

სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს,რომ ანკარამ და ბაქომ პასუხი უნდა აგონ ყარაბაღში ჯიჰადისტების და ისლამისტების ჩაყვანისთვის.

„თუ რეგიონში თურქეთის წინასწარგანზრახულ და უკანონო ქმედებებს მტკიცე საერთაშორისო რეაქცია არ მოჰყვება, რეგიონი ახალ სირიულ კოშმარად შეიძლება იქცეს. აზერბაიჯანმა და თურქეთმა ჩვენს რეგიონში ჯიჰადისტებისა და დაქირავებული მკვლელების ჩამოყვანისთვის პასუხი უნდა აგონ. დაუშვებელია, რომ 21-ე საუკუნეში დაქირავებულ მკვლელებს ფულს უხდიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლისთვის“, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.

 არმენ სარგსიანმა ასევე განცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის პოზიციით იმედგაცრუებულია.

ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ბრიტანულ გამოცემა The Critic-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ნატო თავის წევრ სახელმწიფოს მესამე მხარის კონფლიქტში ჩარევის უფლებას აძლევს. ნატოს წევრი სახელმწიფო ალიანსის ყველაზე თანამედროვე შეიარაღებას იყენებს. მე ასევე იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ევროკავშირის მხრიდან საკმარისი ზეწოლა არ არის“, - აღნიშნა არმენ სარგსიანმა.

სომხეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ ისრაელი აზერბაიჯანს იარაღს აწვდის.

„ძალიან ბევრი ებრაელი მეგობარი მყავს, მეგობრული ურთიერთობები მაქვს ებრაულ თემთან. ვიცი, რომ ისრაელელების უმეტესობას სომხების გენოციდის აღიარება სურს, თუმცა დღევანდელი მთავრობა უარს ამბობს ამაზე. ისრაელს უნდა შეეწყვიტა იარაღის მიწოდება, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო. მათ ეს არ გააკეთეს“, - დასძინა არმენ სარგსიანმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია როგორც სამხედრო, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა.