ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და რუსული FSB - დასავლეთის სპეცსამსახურების გამოძიება

დღეს ცნობილი გახდა, რომ დასავლეთის სპეცსამსახურები ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეში რუსულ FSB- ს ადანაშაულებენ. იგეგმებოდა მხოლოდ მისი მოწამვლა, მოკვლა მათ გეგმაში არ შედიოდა.

სტატიას ამ ინფორმაციით, ინგლისური მედია The guardian აქვეყნებს.

დასავლეთის უსაფრთხოების სააგენტოებმა დასკვნა გააკეთეს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი მოწამლული იყო ქვეყნის FSB- ს შიდა ჯაშუშური სააგენტოს მიერ.

ასეთი მწვავე დასკვნა, დასავლეთის, კერძოდ კი ლონდონის, ბერლინის და პარიზის სპეცსამსახურებმა გააკეთეს.მათი გაკეთებული დასკვნა კრემლისკენ ღიად მიუთითებს.

ევროპელი ლიდერები, აგვისტოს თვეში ნავალნის მოწამვლაში რუსეთს და ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებენ, თუმცა ოფიციალური ბრალის წაყენებას მაინც ერიდებიან.

რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი FSB- ს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და როგორც ცნობილი გახდა ე.წ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის საწამლავი ძირითადად რუსეთის სახელმწიფო სამსახურებისთვისაა ხელმისაწვდომი. კომისია აცხადებს, რომ ამ საქმეზე რუსეთს  ეკისრება პასუხისმგებლობა.

”ამ ვითარებაში და იმის გათვალისწინებით, რომ ალექსეი ნავალნი მოწამვლის დროს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, გონივრულია დავასკვნათ, რომ მოწამვლა მხოლოდ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაწილეობით იყო შესაძლებელი”, - ნათქვამია ოფიციალურ მოხსენებაში.

კრემლმა ამ საქმესთან კავშირი არაერთხელ უარყო. მას თავისი ვერსიები აქვს და ერთ-ერთი ვარიანტად განიხილავს იმ აზრს, რომ ნავალნიმ თავი თვითონ მოიწამლა და არავის ბრალი ამაში  არ აქვს.

თვითონ ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ ამ დანაშაულის უკან პუტინი დგას. ბოლო ინტერვიუში მან თქვა, რომ მხოლოდ ორ რუსულ სააგენტოს შეეძლო ამის განხორციელება - ბორტნიკოვის FSB-ს  ან SVR-ს საგარეო დაზვერვის სამსახურს, რომელსაც სერგეი ნარიშკინი მართავდა. ”ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაკეთდა პუტინის ბრძანებების შესაბამისად”, - თქვა მან.

ის ასევე არ ენდობა იმ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც დადგინდა მისი მოწამვლის ამბავი და ამბობს, რომ ბევრი რამე დამალეს.

მისივე თქმით, „ნოვიჩოკის“ გაცემა მხოლოდ სახელწიფო ორგანოს შეუძლია.

„ ეს საწამლავი ცივი ომის უკანასკნელ წლებში შეიქმნა საიდუმლო ლაბორატორიაში. მისი მოხმარებისთვის ბორტნიკოვმა ან ნარიშკინმა უნდა გამოსცენ ბრძანება,რომელიც ითხოვს "აქტიური ზომების" გამოყენებას და ბოლოს თანხმობაზე პუტინმა უნდა მოაწეროს ხელი“, - აცხადებს ნავალნი.

ეს საწამლავი მათ განზრახ აირჩიეს, რადგან მოკვლა არ უნდოდათ, არამედ მხოლოდ დაშინება ან გაფრთხილება.

ოქტომბრის დასაწყისში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს „ნოვიჩოკით“, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან ასფიქსია, თუ საკმარისად მაღალ დოზას მიიღებს.

იგივე შხამი გამოიყენეს სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ სოლსბერიში, დიდ ბრიტანეთში. ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ორმა საიდუმლო მკვლელმა, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტო, GRU- ში მუშაობდნენ, სერგეი სკრიპალის სახლის კარის სახელურს წაუსვეს „ნოვიჩოკი“, გადარჩენილ სკრიპალებს უმკურნალეს ანტიდოტი ატროპინით, რომელიც ასევე  ნავალნიზეც გამოიყენეს.

დიდი ბრიტანეთი და მისი პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ ბატონი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით დამაჯერებელი ახსნა არ არსებობს, გარდა რუსეთის მონაწილეობისა და პასუხისმგებლობისა.

საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთს ჯერჯერობით სანდო პასუხი და განმარტება ამ საქმესთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

ხუთშაბათს,  ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა დააწესეს  სანქციები ბორტნიკოვისა და კიდევ ხუთი ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც, მათივე ინფორმაციით, ნავალნის "მკვლელობის მცდელობის" უკან დგანან. გაიყინება ასევე  ბორტნიკოვის აქტივები და მას მოგზაურობაც აეკრძალება.

დასავლეთის სპეცსამსახურების სამიზნეები არიან პუტინის ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი კირიენკო, კრემლის ჩინოვნიკი ანდრეი იარინი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი და სერგეი მენიაილო, პუტინის დესპანი ციმბირის იმ ფედერალურ ოლქში, სადაც ნავალნი მოიწამლა.

კიდევ ერთი სუბიექტი, ვინც მოხვდა დასავლეთის შავ სიაში აღმოჩნდა , ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მოსკოვში,რომელიც  ქიმიურ იარაღს ავითარებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც FSB ასეთ რამეს აკეთებს, ამ საქმეს ეხმაურება ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლის ამბავიც. ის ჩაის ფინჯნის საშუალებით მოწამლეს.

აღმოჩნდა, რომ ორ მამაკაცს, ანდრეი ლუგოვოის და დიმიტრი კოვტუნს, რომლებმაც მისი მოწამვლა დაგეგმეს, ლიტვინენკოს მოკვლის პირადი მოტივი არ ჰქონდათ და მხოლოდ FSB– ს ბრძანებებს ასრულებდნენ.