საქართველოს, რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი ინფიცირებული

საქართველოში დღეს კიდევ 958 ახალი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.

„საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 958 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში მთლიანად ეს რიცხვი 16 245-მდე გაიზარდა, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გუშინ მათ რიცხვს კიდევ 214 ადამიანი დაემატა. სულ გვყავს  7 827 გამოჯანმრთელებული პაციენტი.

რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება: თბილისში დაფიქსირდა 397 ახალი შემთხვევა, აჭარაში 226, იმერეთში 232, სამეგრელო-ზემო სვანეთში 27, ქვემო ქართლში 4, მცხეთა-მთიანეთში 15, კახეთში 13, გურიაში 6 და სამცხე-ჯავახეთში 9“, - განაცხადა ენდელაძემ.

როგორც ცნობილი გახდა, დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა.

„ორი გარდაიცვალა თბილისში და ორი ბათუმში. ამ პაცინეტების შესახებ მეტი ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე 70-ზე მეტი კრიტიკული პაციენტია. რეანიმაციაში იმყოფება 6. დანარჩენი ინფიცირებულები პალატებში რჩებიან, მათი მდგომარეობაა საშუალო ან მძიმე“, - აცხადებს ინფექციონისტი.

მისივე განცხადებით, ყოველგვარი რეგულაციების დარღვევა აუცილებლად იმოქმედებს ეპიდვითარებაზე და  ამიტომაც აუცილებელია ყველა წესი ზედმიწევნით შევასრულოთ.