ჩვენ რამდენიმე დღეა მუდმივ შიშში ვცხოვრობთ და ვიტანჯებით - ვითარება მთიან ყარაბაღში და მოსახლეობის კომენტარები

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ტერიტორიების დაბომვბაში და ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ. ხსენებულმა შეთანხმებამ ვერ შეაჩერა უმძიმესი საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ კავკასიაში, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ დაიწყო.

სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია მთლიანად ეყრდნობა Reuters-ის გამოქვეყნებულ მასალებს.

ბაქომ განაცხადა, რომ სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქ განჯაში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა, ხოლო ერევანმა თავის მხრივ აზერბაიჯანი დაადანაშაულა დაბომბვაში.

რეგიონში 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მიმდინარეობს დავა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის გამო, სადაც ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. ეს დავა უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც დღესაც მიმდინარე, ომში გადაიზარდა.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით სომხეთის მხრიდან დაიბომბა ქალაქი განჯა, რის შედეგადაც 20-მდე საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სომხეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთი განჯის დაბომბვით სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.

”ისინი პასუხს აგებენ ამაზე ... თუ საერთაშორისო საზოგადოება არ დასჯის სომხეთს, ჩვენ გავაკეთებთ ამას ”, - თქვა მან.

ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ მთლიანად აიღო ორი რეგიონი, ფიზული და ჯაბრაილი,  რომლებიც ადრე სეპარატისტების ხელში იყო.

”ჩვენ ვდომინირებთ ბრძოლის ველზე,” - თქვა მან და დასძინა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალები დასახლებულ ადგილებს არასდროს აზიანებენ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია იმის შესახებ, რომ ბაქო შეწყვეტს შეტევას მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი მთლიანად დატოვებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას.

როგორც როიტერსი იტყობინება, განჯაში მაშველები დღეს დილიდან მუშაობენ და ნანგრევებში კრეფდნენ მოსახლეობას. მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი სახლი მთლიანად მიწასთან გასწორებულია და ექსკავატორები ასუფთავებენ ნამსხვრევებს.

„ჩვენ რამდენიმე დღეა, რაც შიშში ვცხოვრობთ, ძალიან ვიტანჯებით, გვირჩევნია დავიხოცოთ. სიამოვნებით მოვკვდებოდი, რომ ვიცოდე ჩვენი შვილები გადარჩებიან“ , - განუცხადა ჟურნალისტებს ქალაქის ერთ-ერთმა მკვიდრმა, 58 წლის ემინა ალიევამ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აზერბაიჯანის ბრალდება და პირიქით დაადანაშაულა ისეთი დიდი დასახლებული ქალაქის დაბომბაში, როგორიცაა სტეპანაკერტი.

აზერბაიჯანის ცეცხლის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მათივე განცხადებით,  რამდენიმე აზერბაიჯანული თვითმფრინავი გაფრინდა სომხეთის დასახლებებზე, თავს დაესხა სამხედრო ობიექტებს და დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა თავდასხმებს ”სომეხი ხალხის გენოციდის მცდელობა” უწოდა.

”ჩვენ თავი უნდა დავიცვათ, ასე მოიქცეოდა ნებისმიერი ერი, რომელსაც განადგურება ემუქრება”, - განუცხადა მან ფრანგულ გაზეთ Liberation– ს.

ბაქომ შაბათს თქვა, რომ 27 სექტემბერს დაწყებული ბრძოლების შემდეგ 60 აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 270 დაიჭრა.

მთიანი ყარაბაღის თქმით, კი მისი 633 სამხედრო მოსამსახურე და 34 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.