მსოფლიო ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად - არმენ სარქსიანი ბრიუსელში გაემგზავრა

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ბრიუსელში გაემგზავრა, რათა ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განიხილოს.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესცენტრმა განაცხადა.

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ეყრდნობა reuters-ის მონაცემებს.

ხსენებული შეხვედრა ემსახურება 1990-იანი წლების შემდეგ მთიანი ყარაბაღის მთის ანკლავის გამო დაწყებული უმძიმესი საბრძოლო მოქმედებების საბოლოოდ დასრულებას.

მედიის ინფორმაციით, ვიზიტის განმავლობაში იგი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს ჟოზეპ ბორელს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჩარლზ მიშელს.

სომხეთი ელოდება, რომ ნატოს და ევროკავშირის ლიდერებმა ყველაფერი გააკეთონ, რათა შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერთგვარად "გააცოცხლონ".

შეხვედრა დაიგეგმა სამკვირიანი ბრძოლების შემდეგ, ეს გახლავთ სადავო ტერიტორია, რომელიც საერთაშორისო დონეზე აზერბაიჯანის შემადგენლობაშია აღიარებული, თუმცა მას ეთნიკური სომხები მართავენ.

ძირითადი გლობალური ძალების, ფართო დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები  მოსკოვში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის გაფრინდნენ.

მიმდინარე ბრძოლებმა სამხრეთ კავკასიაში კერძოდ რუსეთსა და აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთში დიდი შიში გამოიწვია, რადგან ბრძოლის ხაზი ნელნელა უახლოვდება მილსადენებს, რომლის საშუალებითაც გაზი მიეწოდება მსოფლიო ბაზარს.

”მოსალოდნელია, რომ ნატოს ხელმძღვანელობა და ევროპული ორგანიზაციები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შეაჩერონ აზერბაიჯანისა და ნატოს წევრი თურქეთის სამხედრო მოქმედებები, რაც ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების გააქტიურებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთმა, რომელსაც რუსეთთან თავდაცვის პაქტი, აკავშირებს  თურქეთი კონფლიქტის ზონაში დაქირავებული სამხედროების გაგზავნაში დაადანაშაულა.

თურქეთმა ეს უარყო და აცხადებს, რომ მას პირდაპირი მონაწილეობა არ აქვს საბრძოლო მოქმედებებში. მაგრამ მისმა მკაცრმა რიტორიკამ გაზარდა დაძაბულობა რუსეთთან და ნატო-ს მოკავშირეებთან.

მხარეთა მოხსენებები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა და ძნელია სიმართლის დადგენა.

ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმაში და არსებობს ჰუმანიტარული კრიზისის შექმნის საფრთხეც.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნებას აპირებს.

მთიანი ყარაბაღი აცხადებს, რომ მან არაერთხელ მოიგერია თავდასხმები და რომ სიტუაცი უკიდურესი სისხლისღვრის მიუხედავად კონტროლდება.