„საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელი მძევლების სანაცვლოდ 500 000 დოლარს ითხოვს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალი მძევლების ნაწილმა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხუთამდე მძევალი შენობიდან სახანძრო ამწეს საშუალებით გამოიყვანეს. ისინი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

თუმცა, როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან „საქართველოს ბანკის“  შენობაში მძევლები ისევ რჩებიან და გამტაცებელი გამოსასყიდს ითხოვს.

როგორც, ცნობილი გახდა მას მძევლების სანაცვლოდ 500 000 დოლარის მიღება სურს.

მთავარი არხის ეთერში ერთ-ერთმა მძევალმა მოახერხა და ისაუბრა ბანკის შენობაში შექმნილ სიტუაციაზე.

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს.

„ადგილზე ითხოვს ამ თანხის ნაღდი სახით მოტანას“, - განაცხადა „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ.

ამასთანავე, ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირი ითხოვს, რომ ტერიტორიას პოლიციამ მოაშოროს სპეცრაზმი და მას მიეცეს უსაფრთხოების გარანტია, რომ უსაფრთხოდ დატოვებს ტერიტორიას. 

ამასთანავე, შეიარაღებული პირი იძლევა იქ მყოფი პირების უსაფრთხოების გარანტიას.

როგორც, ვიცით ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.