შეიარაღებული პირი მოთხოვნების შესასრულებლად მთავრობას 2 საათს აძლევს

როგორც მთავართან საუბრისას ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია აცხადებს მძევალი მისი მოთხოვნების შესასრულებლად მთავრობას მხოლოდ 2 საათს აძლევს. 

შეიარაღებული პირი ითხოვს ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარს, აცხადებს ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ამ წუთებშიც, ბანკის სხვა თანამშრომლებთან და მოქლააქეებთან ერთად ბანკის შიგნით იმყოფება.

ის "მთავართან" ჩართვისას ამბობს, რომ ერთ ოთახში, შეიარაღებულ პირთან ერთად სულ 19 ადამიანია. მან შეჭრილი მოქალაქისვე თანხმობითმ, სატელეფონო ჩართვისას კადრებიც აჩვენა, სადაც ჩანან იატაკზე მსხდომი მოქალაქეები და სამხედრო ფორმაში ჩაცმული, ნიღბიანი პირი.

"ის კბილებამდე შეაიარღებულია. ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით. რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს. ამიტომ, ამ სიტუაციის ძალადობრივი გზით მოგვარება გამორიცხულია. ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს. გამტაცებელი ითხოვს ნახევარ მილიონ დოლარს და რაც შეილება სწრაფად შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია", - ამბობს ირაკლი კვარაცხელია.

სწორედ მის გვერდით იმყოფება შეიარაღებული პირი, ვის გზავნილსაც ახმოვანებს თავად. მისივე თქმით, ამ ადამიანთან ჰქონდათ საუბარი და იყო დაპირება, რომ გარედან ვინმე შემოვიდოდა სასაუბროდ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

ირაკლი კვარაცხელია ამბობს, რომ შეიარაღებული პირი ირწმუნება, თუ თანხას გადაუხდიან და პოლიციაც ძალადობრივი გზით არ ჩაერევა საქმეში, არავინ დაზარალდება. ამასთან, უსაფრთხოების გარანტიას ის თავადაც ითხოვს.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომელ სატრანსპორტო საშუალებას ითხოვს თავმდამსხმელი ამაზე კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.