რას აკეთებს მთავრობა მაშინ, როდესაც მოთხოვნების შესასრულებელი ვადა უკვე ამოიწურა - მინისტრის მოადგილე კახა საბანაძის განცხადება

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მძევლად არიან აყვანილნი ჩვენი მოქალაქეები, შეტყობინებისთაავე შსს-მ დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო-სამძებრო ღონისძიებები.

შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება.

სამწუხაროდ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას და ღონისძიებების წარმართვის ეფექტიანობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის, მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალამცველებისა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმათვის მიზნით მოხდეს ლაივ სიგნალის გათიშვა/შეზღუდვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იყენებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა.

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს მძიმე შემთხხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული“, - ამის შესახებ შსს-ს მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა.