ის, რაც გუშინ მოხდა საქართველოში შევარდნაძის დროსაც კი არ ხდებოდა - მიხეილ სააკაშვილის განცხადება

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი  მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მისი განცხადებით, ის რაც საზოგადოებამ გუშინ ნახა, შევარდნაძის დროსაც არ ხდებოდა საქართველოში.

„რა იყო ის, რაც გუშინ ჩვენ ვნახეთ. ასეთი რამე მგონი შევარდნაძის დროსაც არ ხდებოდა. საუბარი აღარ მაქვს ჩვენს მმართველობაზე.

ასეთი რამე შეუძლებელია მოხდეს ოდნავ მაინც ორგანიზებულ ქვეყანაში.

მაგრამ საქმეც იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ გაანადგურეს და ეს გუშინ დამტკიცდა“, - აცხადებს სააკაშვილი.  

ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს ქვეყანა კრიმინალების და ბიუჯეტის მხარჯველების ჰიბრიდი გახდა.

„და რითი არის დაკავებული პოლიციის უწყება და სუსი ამდროს. იმის მაგივრად რომ დაიცვან მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. ისინი სხედან შტაბში წინ უდევთ სიები მოქალაქეების, ბიზნესმენების და ივანიშვილის დავალებით მათ აშანტაჟებენ.

გუშინ შეიარაღებული თამდასხმელი მივიდა სათანადოდ ჩაცმული, იარაღით და არავინ გზაში არ გააჩერა, რატომ? იმიტომ, რომ მთელი ძალები გადასულები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, მარშუტკა არავის წაეყვანა, ფოტოებს უღებდნენ ხალხს. მათ კრიმინალისთვის არ ეცალათ. საბოლოოდ მივიღეთ ის რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ დაუცველობის განცდა. არა მხოლოდ ფინანსურად არამედ ფიზიკურადაც.

მან ასევე თქვა, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს.  

„ეს გააკეთა ივანიშვილმა, რომელიც რამდენიმე თვის ბავშვის მკვლელობით მოვიდა ქვეყნის სათავეში. ამიტომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს.

წინააღმდეგ შემთხვევში რაც გუშინ მოხდა ბევრად უფრო საშიშ ხასიათს მიიღებს. სქართველო ამას არ დაუშვებს. ქართველი ხალხი იმსახურებს მშბიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.